Hammock Magazine თიბისი კონცეპტთან ერთად წარმოგიდგენთ მიმდინარე კვირაში არსებული ღონისძიებებისა და გამოფენების ჩამონათვალს.
The why not gallery - All Your Favourite Bitches and Witches
The why not gallery ახალ მისამართზე ახალგაზრდა ქართველი ხელოვანი ქალების ნამუშევრების ექსპოზიციას, სახელწოდებით “All Your Favourite Bitches and Witches” წარმოგიდგენთ. გამოფენა 19 სექტემბერს გაიხსნა და 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც გენდერული როლების, კოლექტიური მეხსიერების, იდენტობის, კლიშეებისა და სტერეოტიპების თემატიკაზე შედგენილ, სიურრეალისტური გავლენის მქონე ნამუშევრებს იხილავთ. რაც შეეხება გამოფენის სათაურს, ის წარმოადგენს ხუმრობას იმ იარლიყზე, რომელსაც დამოუკიდებელ და ძლიერ ქალებს მათზე ნეგატიური დამოკიდებულების მქონე ადამიანები აწებებენ.
მონაწილეები:
ანასტასია ახვლედიანი
თამარ ბოჭორიშვილი
ანა გზირიშვილი
ანი გურაშვილი
სალომე დუმბაძე
ქეუ მეფარიშვილი
თამარ ნადირაძე
ანა ჯიბლაძე
ცხრატუჩა ქალღმერთი- Nine Lipped Goddess
“ცხრატუჩა ქალღმერთი” ცხრა მხატვრის ნამუშევრებისგან შემდგარი ჯგუფური გამოფენაა, რომლის ფარგლებშიც, გარდა ნამუშევრებისა, თითოეული მონაწილის მინი სოლო შოუს ხილვასაც შეძლებთ. გამოფენის ერთ-ერთი ექსპერიმენტი კი სწორედ იმის გარკვევაა, თუ რამდენად მარტივია ცალკეული ინდივიდის ჯგუფში აღმოჩენა.
მონაწილეები:
თამარ ბერუჩაშვილი
ანი გურაშვილი
მერვე ისერი
მაია ნავერიანი
ათენა პაპადოპულოსი
ნატო სირბილაძე
ამალია ულმანი
სალომე ჩიგილაშვილი
გვანცა ჯიშკარიანი
გამოფენა ინგოროყვას 14-ში, გალერეა ArtBeat-ში 25 სექტემბრიდან - 8 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და ვიზიტორებს სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 11:00-დან 19:00-მდე უმასპინძლებს.
დასწრება თავისუფალია.
ეკოლოგიის ნიმუშები/ცხოველური ფანტაზია
პატარა გალერეა წარმოგიდგენთ თეოდორ ნიმარკის გაცვლით გამოფენას კოპენჰაგენის სახელოვნებო სივრცესთან - Salon 75.
გამოფენა იმ ოთხი ილუსტრაციის გარშემო იტრიალებს, რომელიც მხატვრის მომავალ ფილმს ეხმიანება.
გამოფენა ადამიანისა და ბუნების არსებობის ეტაპებს ეხმიანება, რომელთაც ავტორი სამ სახელს არქმევს: პირველყოფილი, თვალწარმტაცი და მეტამორფული.
გამოფენა პატარა გალერეაში 12 სექტემბრიდან ტარდება და 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
Kolga Tbilisi Photo 2020: 60 წელი ფოტოგრაფიაში
თბილისის ისტორიის მუზეუმი “ქოლგა თბილისი ფოტო 2020”-ის პროგრამის ბოლო გამოფენას, სახელწოდებით “ვარლამ გენგიურის 60 წელი ფოტოგრაფიაში” 23-დან 28 სექტემბრის ჩათვლით წარმოგიდგენთ.
ZENAARI X RED BULL PRESENTS
ექსპერიმენტული და ელექტროაკუსტიკური მუსიკალური სერია ZENAARI და RED BULL MUSIC ქართველი არტისტების ცოცხალ შესრულებას ღია ცის ქვეშ, Ciskari Garden-ში გვთავაზობს. მუსიკალური სერია 25 სექტემბრის 20:00 საათზე დაიწყება და 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
Lineup:
25 სექტემბერი
Hamatsuki Live
FH HF Live
26 სექტემბერი
Zesknel Live
Rezo Glonti Live
2 ოქტომბერი
HVL Live
Metastasis Live
3 ოქტომბერი
Halfie aka Anushka Chkheidze Live
Sportsmanship Live
წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალი/Tskaltubo Art Festival
წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალი 25 სექტემბერს წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წინა ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ გაიხსნება. ფესტივალი სამდღიანია და რამდენიმე ლოკაციას მოიცავს. 26 სექტემბერს ფესტივალი სოფელ ყუმისთავში, ძველი წისქვილის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება, 27 სექტემბერს კი წყალტუბოს ცენტრალური პარკის ამფითეატრში გაგრძელდება.
პროგრამა:
25 სექტემბერი
16:00
-კრიტიკული/შემოქმედებითი წერის ვორქშოპის შედეგების პრეზენტაცია ალექსანდრა აროშვილთან და წყალტუბოს ახალგაზრდული საკრებულოს წევრებთან ერთად.
18:30
ვირტუალური ტური ბაზელის ხელოვნების მუზეუმში.
ალბინ ბრუნის მუსიკალური ნომერი.
19:00
წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალის ოფიციალური გახსნა ლალი გრიგოლავასა და დაგმარ რაიჰერტის მონაწილეობით.
20:30
ჯგუფ Peter Pana-ს კონცერტი.
26 სექტემბერი
14:00
კერამიკის ვორქშოპის შედეგების პრეზენტაცია ირინე ჯიბუტთან და წყალტუბოს სამხატვრო სკოლის მოსწავლეებთან ერთად
ვორკშოპის - „რეცეპტების წიგნი“ შედეგების პრეზენტაცია ნინუცა შატბერაშვილთან და წყალტუბოს სამხატვრო სკოლის მოსწავლეებთან ერთად.
18:00
საკონცერტო დარბაზ “ივერიას” მიმდებარე ტერიტორია.
კლასიკური მუსიკის ვორქშოპის მონაწილეების კონცერტი გიორგი ქობულაშვილის, კახა ცაბაძის, ლევან გოცირიძის, გიგა თაგაურისა და წყალტუბოს მუსიკალური სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით.
27 სექტემბერი
18:00
თეატრალური ვორკშოპის შედეგების პრეზენტაცია მარაიკე ვენცელთან და ვორქშოფის მონაწილეებთან ერთად.
19:00
ჯგუფ Four Lines-ის კონცერტი.
20:00
დოკუმენტური ფილმის გადაღების ვორქშოპის შედეგების პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება ქეთი კაპანაძესთან და ვორქშოპის მონაწილეებთან ერთად.
Mountain Set
Mountain Set 26 სექტემბერს, 23:55 საათიდან Alibi Arena-ზე გაიმართება, რომლის მონაწილეებიც არიან:
Objector Trax
Lilith
Neux
Nicole
Mancho
Leno Sessions
Leno Sessions 25 სექტემბერს, 19:00 საათიდან, კინოსტუდია ქართული ფილმის ეზოში გარე ივენთების სერიას წარმოგიდგენთ.
მონაწილეობენ:
Sandro Bibich
TeTe Noise
Spacejam 92
CinéDOC-Tbilisi - მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოჩვენება
CinéDOC-Tbilisi მოკლემეტრაჟიანი ფილმების - “რევოლუციის შესახებ”, “ლაბირინთი”, “დიალოგი ზულეიჰასთან” - ერთობლივ კინოჩვენებას წარმოგიდგენთ. ფილმების ჩვენება კავკასიურ სახლში 23 სექტემბერს, 20:00 საათიდან გაიმართება. ამ დროის განმავლობაში თქვენ რევოლუციის მიზნით გაერთიანებული ადამიანების, პოლიტიკური პატიმრის ცხოვრებისა და პიანისტის იმ თავგადასავალზე შეიტყობთ, რომელიც ხელოვნებისა და მუსიკის სამყაროში გამოგზაურებთ.
დასწრება თავისუფალია.
Taoba International Youth Film Festival 2020
საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი “თაობა” 25-დან 30 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. ფესტივალის პროგრამა, რომელიც 13-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვისაა განკუთვნილი, მასტერკლასებს, ლექციებს, დისკუსიებსა და კინოჩვენებებს მოიცავს.
Fabrika Cinè-Club : La Notte (1961)
Fabrika Cinè-Club-ში 23 სექტემბერს, 20:00 საათზე იტალიელი რეჟისორის, მიქელანჯელო ანტონიონის ფილმის კინოჩვენება გაიმართება.
ჟანა მოროსა და მარჩელო მასტროიანის შესრულებით ფილმში, სახელწოდებით “ღამე”, გარდა ცოლ-ქმარს შორის არსებული გაუცხოების განცდისა, არაერთი სხვა საკითხია წამოჭრილი.
დასწრება თავისუფალია.
დაწერე კომენტარი