ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა “დასაწყისი” სან-სებასტიანის 68-ე კინოფესტივალის მთავარი ჯილდო - ოქროს ნიჟარა მოიპოვა, საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში კი მთავარი როლის შემსრულებელმა ია სუხიტაშვილმა გაიმარჯვა. გარდა ამ პრიზებისა, ფილმის შემოქმედებითმა გუნდმა კიდევ ორი ჯილდო საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო სცენარის ნომინაციებში მოიპოვა.
ფილმის სიუჟეტი ერთ-ერთ პროვინციაში ვითარდება და იეჰოვას მოწმეთა ლიდერის მეუღლეზე, იანაზე მოგვითხრობს, რომელსაც გარშემო არსებული მუდმივი დაპირისპირებების ფონზე შინაგანი კონფლიქტები და სამყაროსადმი გაუცხოების განცდა იპყრობს.
დაწერე კომენტარი