იტალიური ტანსაცმლის ხაზი GCDS არაორდინარული ჩვენებებითა და სტილით აქამდეც გამოირჩეოდა, თუმცა ამჯერად ის მაყურებელს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სანახაობას სთავაზობს, რაც აქამდე შეუქმნია - თომას ვებთან, ჯერონ ბრექსტონთან და ნონი დე ლა პენასთან პარტნიორობით კომპანიამ შექმნა ციფრულ პლატფორმა, სადაც მაყურებელი ვირტუალურად იხილავს უცხოპლანეტელების ინსპირაციით შთაგონებით შექმნილ სამოსს, რომლებიც 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას წარადგენენ.
“უცხოპლანეტელებისგან” დაკომპლექტებული ჩვენების იდეაზე გავლენა 1982 წლის ფილმმა Liquid Sky-მ და ასევე 1996 წელს გამოშვებულმა Mars Attack-მა მოახდინა. რაც შეეხება თავდაპირველ ინსპირაციას, ის ჩვენების ვიზაჟისტის, ერინ პერსონსის მიერ ერთ-ერთ სტატიაში შემთხვევით ნანახი თევზის გამოსახულება გახდა, რომელიც მან ერთ-ერთი გმირის სახეზე გადმოიტანა.
“ყველაფრის გაკეთება შემიძლია, რაც თავში მომივა, არანაირი აკრძალვა არ არსებობს, შესაძლებლობები კი უსასრულოა”, - ამბობს პერსონსი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მაყურებლისთვის იმის ჩვენებაა, თუ რამდენად შეუძლია მაკიაჟს ამგვარი იდეების განხორციელება, იმ იდეების, რომლებიც მაყურებელს უცხო სამყაროში, უცხო ქმნილებებთან ერთად ამოგზაურებს, ეს კი, როგორც პერსონსი ამბობს, “მიწიერი ყოფისგან თავის დაღწევის მშვენიერ მომენტს შექმნის”.
დაწერე კომენტარი