უეს ანდერსონი ახალ ფილმზე მუშაობას იწყებს, რომლის გადაღებაც რომში 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება. ფილმის სათაური უცნობია, თუმცა, Discussing Film-ის ცნობით, ქასთინგი დაწყებულია. რაც შეეხება ფილმის სიუჟეტს, ის რომანტიკული შინაარსის იქნება.



უეს ანდერსონი რომში  პირველად როდი იღებს ფილმს - 2013 წელს მისი 8-წუთიანი ფილმი - Castello Cavalcanti გამოვიდა, რომელიც ასევე რომშია გადაღებული. უეს ანდერსონის სიმპათიას იტალიის მიმართ ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მან მილანში, Largo Isarco-ს ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარისთვის დიზაინი შექმნა, რაც მისეული სტილისა და იტალიური ესთეტიკის შესანიშნავ ნაზავს წარმოადგენს.