29 და 30 სექტემბერს გალერეა ფოტოატელიე და ხელოვნების საკონსულტაციო კომპანია “რიჩარტ ვიზუალი” ფოტოგრაფ ლუიზა ჩალათაშვილის პერსონალურ გამოფენაზე გვმასპინძლობენ.
ლუიზას პირველი პერსონალური გამოფენა საქართველოში მის მიერ სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ლანდშაფტების, პორტრეტული ფოტოების, ინტერიერისა და ექსტერიერის ამსახველ კადრებს აერთიანებს. ნამუშევრები, რომლებიც ხელოვანისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური ხელწერითა და ყველასგან განსხვავებული, დეტალებზე ორიენტირებული ესთეტიკით გამოირჩევა, ექსპერიმენტული ფორმით გამოსახულების ემოციურ გააზრებასთან ერთად მასზე დაკვირვებისა და ინდივიდუალური აღქმის პროცესსაც იკვლევს.
“ლუიზა ჩალათაშვილის ნამუშევრებთან მიახლოებისას დადგმული ფოტოგრაფიის ჰედონისტური მომხიბვლელობა და მომნუსხველი ძალა, გარკვეულწილად, თანამედროვეობის ზოგადემოციურ მუხტს გვიმძაფრებს. კიდევ ერთხელ შევიგრძნობთ უახლესი დროის გამოწვევას და ვფიქრდებით - რამდენად არის გამოსახულებით ტკბობა ძალაუფლება და რამდენად ჩვენივე აზროვნების, ხედვის, გემოვნებისა და შეგრძნებების განუყოფელი ნაწილი?” - ნათქვამია გამოფენის აღწერაში.
დაწერე კომენტარი