2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას Moschino მარიონეტების მეშვეობით წარმოგვიდგენს - ცნობილი მაპეტების შემქმნელის, ჰოლივუდში მოღვაწე ჯიმ ჰენსონის მინიატიურული თოჯინები, რომელთა სამოსიც კოლექციის სრული ზომების რეპლიკაა, პოდიუმზე Moschino-ს მორიგ, არაორდინარულ შოუს ქმნიან. ჩვენებას კი უფრო მიმზიდველად და საინტერესოდ ის ფაქტი წარმოაჩენს, რომ მისი სტუმრებიც კი მარიონეტები არიან.
“ისინი ძალიან ადამიანურები არიან”, - ამბობს Moschino-ს დიზაინერი ჯერემი სკოტი. “მე მინდოდა მეპოვნა ის ელეგანტური და მშვენიერი გზა, რომელიც ამ ყოველივეს გამაკეთებინებდა და მომცემდა საშუალებას, მომეთხრო მოდის შექმნისა და ისტორიის შესახებ”.
ჩვენებაზე წარდგენილი სამოსი, შეიძლება ითქვას, წარსული სამკერვალო ტექნიკის ზეიმია, რომელიც ყველა შტრიხს, რაც ყოველთვის ტანსაცმლის შიგნით იმალებოდა, ცალსახად გამოკვეთს, ამით კი კარგად წარმოაჩენს იმ შრომას, რაც ადამიანის ხელით კეთდება.
“ეს არ არის თოჯინების ჩვენება, ეს არის მოდის ჩვენება”, - ამბობს ჯერემი სკოტი მარიონეტების ჩვენების დასაწყისში.
დაწერე კომენტარი