ამერიკის კინოაკადემიის წლევანდელი “საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის” ნომინაციაში საქართველო დეა კულუმბეგაშვილის ნამუშევრით - “დასაწყისით” იქნება წარმოდგენილი. 


ფილმმა უკვე მოიპოვა წარმატება როგორც ტორონტოს, ისე სან სებასტიანის ფესტივალზე, სადაც ის ოთხი პრიზით დაჯილდოვდა. კინოცენტრის სპეციალური კომისიის ცამეტი ხმიდან უმრავლესობა დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნამუშევარი 2021 წლის ოსკარზე წარდგენილ ფილმთა შორის ერთ-ერთ ადგილს დაიკავებს.