ოქტომბერი მკერდის სიმსივნის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვედაა გამოცხადებული და სიმბოლურად ეს მოვლენა ვარდისფერი ოქტომბრის სახელითაცაა ცნობილი. სამწუხაროდ, მკერდის სიმსივნეს მსოფლიოში ყოველწლიურად 600 000-ზე მეტი ქალი ეწირება, რისი მიზეზიც, ხშირ შემთხვევაში, დაავადების დაგვიანებული დიაგნოსტირებაა და რადგანაც ეს პრობლემა გლობალურ ხასიათს ატარებს, მისი აღმოფხვრისათვის არა მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, არამედ სხვა ბევრი კომპანიაც იბრძვის, მათ შორისაა ბრიტანული თავის მოვლისა და დეკორატიული კოსმეტიკის მწარმოებელი The Body Shop-იც, რომელიც დაარსების დღიდან ქალთა გაძლიერებას და მათი თანაბარ, სამართლიან პირობებში არსებობას უჭერს მხარს.  

 

 

ვარდისფერი ოქტომბრის კამპანიის ფარგლებში The Body Shop სოციალური ქსელების საშუალებით უკვე რამდენიმე წელიწადია ადამიანების ცნობიერების ამაღლებას თავისი ვარდისფერი საინფორმაციო პოსტერებით ცდილობს, რომელთა მეშვეობით ქალებს პრევენციული ზომების მიღებისა და დაავადების ადრეული დიაგნოსტირებისკენ მოუწოდებს: 

 

“რაც უფრო მალე გაიკეთებ ტესტს, შენთვის უკეთესია”, “მხოლოდ ცოდნა საკმარისი არაა, სიცოცხლეს ადრეული მკურნალობა გადაარჩენს.”

 

 

გარდა ამ მოწოდებებისა, The Body Shop კამპანიაში საკუთარი პროდუქციითაც ერთვება და მიმდინარე ერთი კვირის განმავლობაში თავის ვარდისფერ ხაზზე - ბრიტანული ვარდის თავის მოვლის საშუალებებზე 25%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ. ეს ის პროდუქციაა, რომლის მთავარ ინგრედიენტს, ვარდს, The Body Shop ჰერტფორშირდის სასახლის მეურნეობიდან იღებს. სასახლის მეურნეობის დირექტორი ემა, რომლის სამსახურშიც, როგორც წესი, მამაკაცები დონიმირებენ, ამბობს, რომ თუკი ქალი მოახერხებს და თავის რწმენას არ უღალატებს, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს. ამ რწმენის სიმყარეში კი მას საქმიანობასთან ერთად The Body Shop-ისგან მიღებული შთაგონებაც ეხმარება, რომელიც როგორც აღვნიშნე, უკვე ოცდაათ წელზე მეტია, რაც თავისი სამოქალაქო აქტივობით სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას ცდილობს. 

 

 

ეს აქტივობები კი არა მხოლოდ იმ ქალებს უჭერს მხარს, რომლებიც მკერდის სიმსივნეს ებრძვიან, არამედ იმ ქალებსაც, რომლებსაც რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ, ფინანსური სიდუხჭირის გამო მენსტრუალურ ჰიგიენას ვერ იცავენ, არასტანდარტული გარეგნობით გამოირჩევიან ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი არიან, თითოეული მათგანი სხვადასხვა ფორმით კომპანიისგან მუდმივ მატერიალურ ან მორალურ მხარდაჭერას იღებს. 

 

 

The Body Shop საქართველოსა და Hammock Magazine-ის ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში დაწყებული  კოლაბორაციაც სწორედ ქალთა გაძლიერებას უჭერს მხარს, სწორედ მათ, ვინც დღეს სიცოცხლისთვის იბრძვიან და მათაც, ვინც ეს დაავადება უკვე დაამარცხეს. რამდენიმე ასეთ ქალს ჩვენი “ვარდისფერი” ფოტოსერიიდან გაიცნობთ, ყველა დანარჩენს კი ამ კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთხელ ადრეული დიაგნოსტირებისკენ მოგიწოდებთ, გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ცოდნა საკმარისი არაა და  სიცოცხლეს მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დაწყება გადაარჩენს.