Apple TV Plus-ზე 90-იანების ოთხი ყველაზე ცნობილი მოდელის შესახებ ახალი დოკუმენტური სერიები გამოდის. ყველასათვის საყვარელი კრისტი ტურლინგტონი, ნაომი კემპბელი, ლინდა ევანჯელისტა და სინდი კროუფორდი რეჟიორ ბარბარა კოპლის მიერ გადაღებულ სერიებში საკუთარ კარიერასა და ცხოვრებაზე ისაუბრებენ.
ახლა, ოცდაათი წლის შემდეგ, ისინი საკუთარ განვლილ გზას მაყურებელს გაანდობენ და დაუვიწყარ, შთამბეჭდავ მოვლენებს ერთად გაიხსენებენ. ტურლინგტონი სოციალურ ქსელში წერს: “სულმოუთქმელად ველოდები შესანიშნავ ქალებთან გატარებული დაუვიწყარი დროის გახსენებას”. კემპბელმა ამ კომენტარის შემდეგ დაამატა, რომ “სერიები წაახალისებს და შთააგონებს ახალგაზრდა მაყურებელს”. ასევე, კროუფორდი წერს: “ძალიან მიხარია, რომ კვლავ შევხვდები ჩემს მეგობრებს და გავიგებთ, თუ როგორ გადალახეს სუპერმოდელებმა მოდის სფეროში დამკვიდრებული ტრადიციული ხედვები.”
დაწერე კომენტარი