ამჯერად კი ჩვენი “სარაჯიშვილისთვის” შექმნილი ვიდეოს კადრსმიღმა ფოტოებს წარმოგიდგენთ, რომლებიც ფოტოგრაფმა ლევან მაისურაძემ დავით სარაჯიშვილის სახლში გადაიღო, იქ სადაც, თავდაპირველად დავით სარაჯიშვილის საცხოვრებელი, წლების მანძილზე მრავალი ისტორიული და კულტურული მოვლენის ეპიცენტრი, დღეს კი მწერალთა სახლია განთავსებული.
ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში ერთი უწყვეტი კადრის ეფექტით შექმნილი ვიდეო 1884 წლიდან, ანუ კომპანია “სარაჯიშვილის” დაარსების პერიოდიდან დღემდე სამ განსხვავებულ ეპოქას გამოხატავს და კონცეპტურალურად "სარაჯიშვილის" იმ მრავალწლიან ტრადიციას ასახავს, რომელიც დღემდე უწყვეტად გრძელდება.
დაწერე კომენტარი