A$AP ROCKY, IGGY POP და TYLER THE CREATOR Gucci-ის ახალ კამპანია - Life of a Rock Star-ში მონაწილეობენ.
სამი მუსიკოსი და Iggy Pop-ის თუთიყუში Los Angeles-ის თანამედროვე სახლში იმყოფებიან. Gucci-ის სამოსში გამოწყობილი სამი მამაკაცის ფოტოგრაფი ჰარმონი კორონსია, ხოლო ვიდეო Jean-Marc Cerrone-ის სიმღერის ფონზეა გადაღებული.
ჰარმონი კორინსის მიერ კალიფორნიის ვილაში გადაღებული კადრები ყურადღებას ამახვილებს Gucci-ის ორიგინალურ და ფერად სტილზე. კამპანია კრეატიული გზით წარმოაჩენს მიკელეს მიდგომას ბიზნეს-გაყიდვებთან დაკავშირებითაც.
ალესანდრო მიკელემ განაცხადა, რომ აღნიშნული კამპანიით ის ელეგანტურობის ახალ გზებზე ამახვილებს ყურადღებას, ამ სამი მუსიკოსის დახმარებით კი ეს იდეა სრულყოფილად ხორციელდება. Gucci-ის კრეატიული დირექტორი ინტერვიუში ამბობს: “მე მინდა, რომ ელეგანტურობის ისტორია ორიგინალური და მოულოდნელი გზებით აღვწერო, ელეგანტურობა ჰაერშია, ისე რომ მისი შეგრძნებისთვის მზად არც კი ვართ.” ალესანდრო კმაყოფილია საკუთარი არჩევანით და, როგორც თავად ამბობს, მისთვის ამ “სამ განსხვავებულ, მაგრამ ამავე დროს ერთმანეთთან ბევრი საერთოს მქონე ადამიანთან მუშაობა გამორჩეულად საინტერესო იყო”.
დაწერე კომენტარი