Hammock Magazine თიბისი კონცეპტთან ერთად წარმოგიდგენთ მიმდინარე კვირაში არსებული ღონისძიებებისა და გამოფენების ჩამონათვალს.

მარჯანიშვილის უბანი - არქიტექტურის პოლიტიკისა და იდენტობის ურთიერთკავშირები


გამოფენას - “მარჯანიშვილის უბანი” თიბისი კონცეპტის სივრცე მასპინძლობს, რომლის კურატორი ხელოვანი და სცენოგრაფი ირინა ქურთიშვილია. გამოფენა თბილისის არქიტექტურის მეორე ბიენალეს ფარგლებში ხორციელდება, რომელიც არქივების სახით ამ უბნის ისტორიებს გააერთიანებს. საუბარია 1980-1990-იან წლებში უბნის რეკონსტრუქციის არქიტექტურულ არქივზე, 2000-იანი წლების თიბისის სათავო ოფისის შენობის სარესტავრაციო მასალებზე და სხვა. თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება ლიტერატურის მუზეუმში დაცული გალაკტიონს პირადი დღიურის ჩანაწერები, რომელთა ნახვას დამთვალიერებლები ორიგინალში შეძლებენ. 

თიბისი კონცეპტის სივრცე გამოფენას 2021 წლის 13 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.

აბსოლუტური ცდომილება | Absolute Error


“აბსოლუტური ცდომილება” თანამედროვე ხელოვნების გალერეის საკურატორო კონკურსში გამარჯვებული პროექტია, რომელსაც თბილისის ისტორიის მუზეუმი მასპინძლობს. 

პროექტის სათაური ფიზიკასა და მათემატიკაში ხშირად გამოყენებულ ტერმინს წარმოადგენს. ტერმინი “აბსოლუტური ცდომილება” ზუსტსა და სავარაუდო რაოდენობებს შორის არსებულ ცდომილებას ასახავს, რომელსაც აბსოლუტური გაურკვევლობის სახელითაც მოიხსენიებენ. აღნიშნული კონცეფცია ჩვენს დღევანდელ ცხოვრებასაც ესადაგება, რომელიც Covd-19-ისაგან გამოწვეული ეპიდსიტუაციითაა განპირობებული. 

“აბსოლუტური ცდომილება” სახელოვნებო პროექტია, რომლის იდეა უჩვეულოდ სწრაფად შექმნილ სიტუაციაში არტისტის შემოქმედებით რეფლექსიას მოიაზრებს. გამოფენა იმ მდგომარეობის კვლევაა, რომელსაც სოციუმისაგან უეცრად გამოთიშული და სრულიად მარტო დარჩენილი ინდივიდი განიცდის.

მონაწილე მხატვრები: მამუკა ჯაფარიძე, ნიკო ლომაშვილი, მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე, ნიკო ცეცხლაძე, ილიკო ზაუტაშვილი.

იდეის ავტორი და კურატორი: მაგდა გურული

გამოფენა 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ექსპოზიციის ნახვის საშუალება მუზეუმის სამუშაო საათებში შეგეძლებათ. თბილისის ისტორიის მუზეუმის თანამედროვე ხელოვნების გალერეა სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 10:00-17:30 საათებშია ღია. მისამართი: სიონის ქ. 8. 

ვიზიტორებისათვის განკუთვნილ რეკომენდაციებს გაეცანით ბმულზე: https://bit.ly/2SOshvs

 

TAB 2020 - რა გვაქვს საერთო 


“რა გვაქვს საერთო” (“What Do We Have In Common”) თბილისის არქიტექტურის მეორე ბიენალეა, რომელიც 17 ოქტომბერს დაიწყო და 8 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამ ღონისძიებით  თბილისის არქიტექტურის ბიენალე დღევანდელ შეზღუდვებს ახალ შესაძლებლობად აქცევს და გეოგრაფიულ დისტანციებს უმნიშვნელოს ხდის. სწორედ ამიტომაც ღონისძიების ძირითად ნაწილს ციფრული პლატფორმა უმასპინძელებს.

ღონისძიება  გაიმართება თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ვებგვერდზე,  ამიტომაც იგი “საერთო არქიტექტურული ბიენალეს” ხასიათს მიიღებს, რადგან დღევანდელ რეალობაში ონლაინ პლატფორმა ბევრად მეტი ადამიანის ჩართულობას უზრუნველყოფს, რაც არა მხოლოდ თბილისს, არამედ მსოფლიო მასშტაბს გულისხმობს.

ამ კვირის განმავლობაში მსურველებს შანსი ეძლევათ თვალი მიადევნონ სხვადასხვა პირდაპირ ჩართვებს  არქიტექტურის ბიენალეს Facebook, Instagram, YoTube და ვებგვერდებზე.  ღონისძიების სრული განრიგი შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.facebook.com/


Rosemarie Trockel-ის პერსონალური გამოფენა თბილისში



გალერეა Window Project საქართველოს გოეთესა და უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტებთან ერთად როზმარი ტროკელის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როზმარი ტროკელის ნახატები, ციფრული ანაბეჭდები, კერამიკა და ინსტალაციები. ისინი  თავიანთი არსით ხელოვანის ფემინისტურ იდეებს აცოცხლებენ, ეწინააღმდეგებიან სოციუმის მიერ დადგენილ საზღვრებს და წარმოაჩენენ ქალს, როგორც თავისუფალ არსებას. 

ამ კვირაში გამოფენის ნახვა გალერეა Window Project-ის სამუშაო საათებშია შესაძლებელი. Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოფენაზე 10 ადამიანზე მეტი არ დაიშვება. ამიტომაც როზმარი ტროკელის ნამუშევრების ხილვა მთელი დღის განმავლობაში,  21:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

ART BAZAAR


თბილისი მოლი და გალერეა ARTTENT 17-23 ოქტომბერს ექსპოზიციებსა და გამოფენა-გაყიდვების აქციებს გთავაზობთ.
ერთი კვირის განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ დავით გუას, ამირან კუპრავასა და მამუკა ფიფიას 80-მდე ნამუშევარი სპეციალურ ფასად შეიძინოთ.

გამოფენის დათვალიერებას და ნამუშევრების ყიდვას თბილისი მოლის მე-2 სართულზე გამოყოფილ ახალ საგამოფენო დერეფანში შეძლებთ.

ცხრატუჩა ქალღმერთი 


“ცხრატუჩა ქალღმერთი” (“Nine Lipped Goddess”) ცხრა ხელოვანი ქალის მიერ შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს, რომელთაგან 3 უცხოელი და 6 ქართველი არტისტია. მიუხედავად იმისა, რომ გამოფენა ჯგუფური ხასიათისაა, იგი ხელოვანების პერსონალურ გამოფენებადაც შეიძლება აღიქმებოდეს. ეს კი დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს დაფიქრდეს, თუ რას ნიშნავს იყო ჯგუფის ნაწილი და ამასთან თვითმყოფადიც. 

მონაწილეები: 

თამარ ბერუჩაშვილი

ანი გურაშვილი

მერვე ისერი

 მაია ნავერიანი

ათენა პაპადოპულოსი

ნატო სირბილაძე

ამალია ულმანი

სალომე ჩიგილაშვილი

გვანცა ჯიშკარიანი

გამოფენის ხილვა გალერეა ArtBeat-ში 8 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი. ვიზიტორებს ნამუშევრების დათვალიერება გალერეის სამუშაო დროს - სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 11:00-დან 19:00-მდე შეუძლიათ.

დასწრება თავისუფალია.

 

The Why Not Gallery - All Your Favourite Bitches and Witches 

 

The Why Not Gallery ახალგაზრდა ქართველი  ხელოვანი ქალების ნამუშევრებისაგან შემდგარ გამოფენას - “All Your Favourite Bitches and Witches”  მასპინძლობს. ექსპოზიცია ბევრ სოციალურ თემას ააშკარავებს, რომლებიც სიურრეალისტური ელემენტების გავლენითაა წარმოდგენილი. 

შეიძლება ითქვას, რომ გამოფენა ბრძოლაში ჩართვაა, სადაც  ხელოვანი ქალები ტრადიციულ წარმოდგენებს შემოქმედებითი პასუხებით აჯილდოებენ და აცხადებენ, რომ ქალი, როგორც სუბიექტი, ძლიერი და რეალიზებულია. ამ საკითხს არა მხოლოდ ექსპოზიცია, არამედ გამოფენის სათაურიც - “bitches and witches” შეუფარავად ეხმიანება, რაც საზოგადოებაში ქალის მიმართ გამოხატულ ნეგატიურ პათოსთანაა დაკავშირებული.

მონაწილე ხელოვანები: ანასტასია ახვლედიანი, თამარ ბოჭორიშვილი, ანა გზირიშვილი, ანი გურაშვილი, სალომე დუმბაძე, ქეუ მეფარიშვილი, თამარ ნადირაძე, ანა ჩადუნელი, ანა ჯიბლაძე.

გამოფენაზე დასწრება ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით, 15:00-21:00 საათამდე აღმაშენებლის #150-ში არის შესაძლებელი. გამოფენა 14 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

ალტერნატიული სახელოვნებო პლატფორმები პანდემიის პერიოდში 


Covid-19-ის პანდემიამ მთელ მსოფლიოში ძირეული ცვლილებები გამოიწვია. საინტერესოა, თუ როგორ ერგება თბილისის სახელოვნებო სცენა ახალ რეალობას და როგორ მოქმედებს არსებული ეპიდვითარება ალტერნატიული მუსიკის, თეატრისა და ვიზუალური ხელოვნების სფეროებზე. 

21 ოქტომბერს, 19:00 საათზე თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმში ამ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართება. დასასწრებად აუცილებელია დარეგისტრირდეთ ბმულზე: https://doodle.com/poll/f7ctyeg77emhig3i

პანელ-დისკუსიის მონაწილეები:

ელენე აბაშიძე - კურატორი, ინტერდისციპლინარული გამოცემა დანართი

დათა თავაძე - რეჟისორი, სამეფო უბნის თეატრი

მარიამ ნატროშვილი - ხელოვანი

ნაჯა ორაშვილი - თანადამფუძნებელი, კლუბი ბასიანი

გვანცა ჯიშკარიანი - ხელოვანი და კურატორი, Patara Gallery

დისკუსიის მოდერატორი: ელენე კაპანაძე - კურატორი, The Why Not Gallery

 

რადგანაც Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, ლექცია პირდაპირი ტრანსლაციითაც გაშუქდება, რომელიც თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის ფეისბუქგვერდზე  შეგიძლიათ იხილოთ.

გიორგი ნებიერიძის “აპოსტროფი” თბილისში 


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის პროგრამის, „შემოქმედებითი თბილისის“ და თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის ხელშეწყობით ფოტოგრაფი გიორგი ნებიერიძე 22 ოქტომბერს საჯარო ლექციას გამართავს. ლექციაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა ბმულზე: https://doodle.com/

Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომაც ლექცია პირდაპირი ტრანსლაციითაც გაშუქდება, რომელიც თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის ფეისბუქ გვერდზე 19:00 საათზე შეგიძლიათ იხილოთ.

თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა / Industrial Heritage Tbilisi



MUA Architecture & Placemaking არქიტექტურული ოფისია, რომლის სამუშაო პრაქტიკა არქიტექტურის, ურბანული და სივრცითი დიზაინის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს მოიცავს. MUA-ს გუნდი თბილისის ინდუსტრიული კვლევის საკითხებზე წელიწადზე მეტია მუშაობს. მათი პროექტი, რომელიც აღნიშნულ საკითხს ეხმიანება, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მონაწილეა. პროექტი მულტიდისციპლინარული ხასიათისაა, რომლის გამოფენა Artarea-ს საგამოფენო სივრცეში გაიმართება. 

ასევე, 29 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით პროექტის ფარგლებში ონლაინ ლექციებია დაგეგმილი, რომლებიც ინდუსტრიული მემკვიდრეობის თემაზე იქნება კონცენტრირებული. დასწრების სურვილის შემთხვევაში სარეგისტრაციო ფორმის შევსება აუცილებელია. https://docs.google.com/

Hamatsuki / Shinobi x DaHouse


24 ოქტომბერს საშუალება გაქვთ შაბათი ღამე ენერგიულად გაატაროთ. რეგულაციებიდან გამომდინარე სტუმრები ლიმიტირებული რაოდენობით დაიშვებიან, ადგილზე ჩაგიტარდებათ თერმოსკრინინგი და თან აუცილებლად იქონიეთ პირბადე. 

მისამართი: მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გალაკტიონის ხიდის ქვეშ

„შიშველი სიცოცხლე“ ანტუან დ’აგატა / Magnum Photos

ვიდეოინსტალაცია 


 

ანტუან დ’აგატა Magnum Photos-ს ფოტოგრაფი და რეჟისორია. ფრანგი ხელოვანის ვიდეოინსტალაცია 13 000 ფოტოსურათს აერთიანებს, რომლებიც მან 2020 წლის 11 მარტიდან 11 მაისის მონაკვეთში გადაიღო. არსებულმა ეპიდვითარებამ დ’აგატას გამოსახვის სხვა ფორმისკენ უბიძგა, რითაც “შიშველი სიცოცხლე” გამორჩეული გახადა. სერიაში შესული ნამუშევრები პარიზის ქუჩებში თერმული კამერით გადაღებული ფოტოსურათებია, რომლებზე აღბეჭდილი ადამიანები მოხეტიალე სულებს ჰგვანან. . 

 

დ’აგატას ფოტოების ერთი ნახევარი პარიზის ქუჩებში, ხოლო მეორე ნახევარი სხვადასხვა საავადმყოფოშია გადაღებული, სადაც ფოტოგრაფის მთავარი სამიზნე ობიექტები სასწრაფო დახმარების მძღოლები, ექიმები, მედდები და პაციენტები იყვნენ. 

 

გამოფენის სანახავად ბმულზე წინასწარი რეგისტრაციაა საჭირო: https://doodle.com/

არსებული რეგულაციების გამო საგამოფენო სივრცეში მხოლოდ 10 ადამიანი დაიშვება  დროის შემდეგ მონაკვეთებში:

 

13.00-13.45

14.00-14.45

15.00-15.45

16.00-16.45

17.00-17.45

18.00-18.45

 

თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმში გამოფენა 21 ნოემბრამდე გაგრძელდება.

დასწრება თავისუფალია.