ვერნერ ჰერცოგის უახლესი დოკუმენტური ფილმის, Fireball: Visitors from Darker Worlds-ის ახალი ტრეილერი გამოქვეყნდა, რომელიც არაჩვეულებრივ მოგზაურობაში გვეპატიჟება იმის აღმოსაჩენად, თუ როგორი ზეგავლენა მოახდინეს ვარსკვლავებმა, მეტეორიტებმა და სხვა მოვლენებმა ადამიანის ფანტაზიაზე, დედამიწის წარსულსა და მომავალზე.
„თითოეულ ქვას, რომელიც საიდუმლო სამყაროდან მოდის, თავისი ისტორია აქვს, უფრო დიდმა მეტეორიტებმა საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ცხოვრება მრავალჯერ შეცვალეს, - ამბობს ჰერცოგი თრეილერში. ”ჩვენ არ ვიცით, რა გველოდება მომავალში, მაგრამ გაურკვეველი რაოდენობის მეტეორიტები შორიდან მოემართებიან და ისინი ჯერ კიდევ გზაში არიან”.
ვერნერ ჰერცოგმა კემბრიჯის უნივერსიტეტის ლექტორ კლაივ ოფენჰაიმერთან ერთად ცოტა ხნის წინ ფილმ Encounters at the End of the World and Into the Inferno-ზე იმუშავა.
ფილმი ამსხვრევს იმ გავრცელებულ სტერეოტიპს, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ კაცებს შეუძლიათ გახდნენ კარგი მეცნიერები ან ასტრონავტები. ასტრონომიის, მღვიმეების არქეოლოგიისა და NASA-ს პლანეტარული თავდაცვის სფეროებში ბევრი ქალია მექსიკიდან, ინდოეთიდან, სამხრეთ კორეადან და აშშ-დანაც.
თუ ჰერცოგის სტანდარტებს გავითვალისწინებთ, ახალი ფილმი შეიძლება შედარებით მსუბუქი იყოს, რადგან ძირითადად მეცნიერებთან და ასტრონავტებთან ურთიერთობას ასახავს, რომლებიც შეისწავლიან ასტეროიდების ისტორიას პლანეტაზე და რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს სამომავლო შეჯახებებმა და რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მას ჩვენი პლანეტისთვის. Apple TV+-მა უკვე შეიძინა სამაუწყებლო უფლებები, კინოს პრემიერა კი 13 ნოემბერს იგეგმება.
დაწერე კომენტარი