ბრიტანულმა ელექტროპოპ ჯგუფმა Gorillaz-მა ახალი რადიო გადაცემა Song Machine Radio დაანანონსა. Appple Music შოუს ჯგუფის ოთხი ვირტუალური წევრი- Stu-Pot "2D", მერდოკ ნიკელსი, ნუდლი და რასელ ჰობსი  გაუძღვებიან.თითოეულს კი  საკუთარი ისტორიების მოსაყოლად  ერთსაათიან ეპიზოდს დაუთმობენ.


Song Machine Radio-ში ჯგუფის შემქმნელები დეიმონ ალბარნი და ანიმატორი ჯეიმი ჰიულეტი ჯგუფის 20 წლიან ისტორიას მოყვებიან,ისაუბრებენ ყველა მარცხსა თუ წარმატებაზე,იმ თავგადასავლებზე,რომელიც ამ ორი ათწლეულის განმავლობაში გადახდათ.

რადიო შოუში  წარმოდგენილი იქნება პერსონალურად შერჩეული მუსიკალური კომპოზიციები,ასევე ისაუბრებენ მოწვეული სტუმრებიც,როგორც ბენდის წევრები ამბობენ,შოუში გამართული დისკუსიები მარტო მუსიკას არ შეეხება,აქცენტი ასევე გაკეთდება სხვადასხვა საინტერესო თემებზე და ეს უკვე მსმენელის ჩართულობაზე იქნება დამოკიდებული.


რადიოშოუს სახელწოდება სტრულმეტრაჟიან სერიებს უკავშირდება, რომლის ავტორებიც ჯგუფ Gorillaz-ის წევრები არიან. Song Machine: Season One-ში ყურადღება ახალ მუსიკალურ კოლაბორაციებს დაეთმობა, რომლებიც სხვადასხვა დროისა და ჟანრის მუსიკოსებს ერთ სივრცეში გააერთიანებს

Song Machine Radio-ის პირველი ეპიზოდი 19 ოქტომბერს გამოვიდა, Song Machine: Season One  კი  23 ოქტომბერს გამოჩნდება.