rop Store-ის ყოველწლიურ აუქციონზე ფილმებიდან   („The Matrix Reloaded“, „Pretty Woman“, „Alien“ და „Labyrinth“)  ნაცნობი ნივთები გაიყიდება, ყველაფერი, რითაც  მსახიობებმა თავი დაგვამახსოვრეს.

 

კინემატოგრაფიაში ძნელად თუ მოიძებნება ფილმი, რომელმაც მოდაზე ისეთი გავლენა იქონია, როგორიც წლების წინ “The Matrix”-მა 

შეძლო. წვრილი სათვალე, მჭიდროდ მომდგარი ტყავის ტანსაცმელი ძალიან ბევრი ადამიანისთვის ინსპირაციის წყარო აღმოჩნდა და კიანუ რივზი მოულოდნელად fashion icon-იც კი  გახდა.

 

 

წელს Prop Store-ის აუქციონზე კიანუ რივზის ერთგული მაყურებელი მისი პერსონაჟის, ნეოს სამოსის შეძენას შეძლებს, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 52,000-დან 78,000 დოლარამდე მერყეობს.

 

 

აუქციონზე ასევე შეძლებთ  ჯოკერის  ჰალსტუხის შეძენას, რომელიც  ჰიტ ლეჯერს 2008 წელს „The Dark Knight“-ში ეკეთა. მისი სავარაუდო ღირებულება 10,000-დან 13,000 დოლარამდე  იქნება.

 

აუქციონზე ასევე შეგიძლიათ ჯულია რობერტსის გრძელი ჩექმებიც შეიძინოთ, რომელიც მას საკულტო ფილმში,  “Pretty Woman“-ში ეცვა. დიდ აღფრთოვანებას იწვევს 1986 წლის ფილმი „Labyrinth“, რომელშიც ლეგენდარული დევიდ ბოუი მონაწილეობს, Prop Store-ს აუქციონზე ბროლის ბურთისა და დევიდ ბოუის  ფოტოებსაც იხილავთ ავტოგრაფით, რომლის ფასიც 13,000-დან 19,000 დოლარამდეა. 


Prop Store  ნივთების ვირტუალურ გამოფენას სოციალური მედიის საშუალებით მომდევნო თვეში გამართავს, ხოლო აუქციონი  1-2 დეკემბერს გაიმართება. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად შეგიძლიათ https://ukm.propstoreauction.com -ს ესტუმროთ.