დღეს ალბათ სამყაროში იშვიათად თუ მოიძებნება ისეთი ადგილი, სადაც ყავა არ უყვართ. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი, თუმცა ფაქტია, რომ მაღალი ხარისხის ყავა, მით უმეტეს სახლის პირობებში, არცთუ ისე იოლად ხელმისაწვდომი სიამოვნებაა. უფრო სწორად, იყო, ვიდრე ბაზარზე მაღალტექნოლოგიური კაფსულის მწარმოებელი ქართული კომპანია "მეამა" არ გამოჩნდა, რომელიც არათუ საქართველოში,  ევროპაშიც კი პირველია მათ შორის,  ვინც ერთდროულად აწარმოებს ევროპული და ამერიკული ფორმატის კაფსულის ყავას, ამ ყველაფრით კი ხარისხზე ხელმისაწვდომობის სტერეოტიპებსაც ანგრევს და საკუთარი მიდგომებით  ყველა დანარჩენ საკითხშიც ინოვაციურობით გამოირჩევა.

პირველი, რაც მეამაზე საუბრისას ახსენდებათ, კახეთის გზატკეცილზე მდებარე არქიტექტორ გიორგი ხმალაძის მიერ დაპროექტებული, განსხვავებული  და ძალიან საინტერესო დიზაინის შენობაა. როცა ამ შენობას გარედან უყურებ, ძნელია წარმოიდგინო, რომ შიგნით შესაძლოა რაიმეს მწარმოებელი ქარხანა იყოს განთავსებული, სიმართლე რომ გითხრათ, ამაში მათთან სტუმრობისასაც ძნელად დარწმუნდებით, იმიტომ რომ "მეამა" არ არის სტანდატული საწარმო, სადაც დანადგარების ან სამუშაო პროცესის ხმაური  შეგაწუხებთ, პირიქით -  აქ ყველაფერი ძალიან მშვიდი და ადამიანის კომფორტზე მორგებულია.

ათვალიერებ ინტერიერს და სასიამოვნოდ გაოცებული ხვდები, რატომ მიიღო მან საუკეთესო ინდუსტრიული შენობისა და საუკეთესო სამუშაო სივრცის ტიტული. არა მგონია, რომ სხვა რომელიმე საწარმოში მსგავსი თავისუფალი სივრცე, მშვიდი სამუშაო ატმოსფერო და რაც მთავარია,  თანამშრომლების კომფორტზე მაქსიმალურად მორგებული, ბარიერებისგან თავისუფალი, დემოკრატიული გარემო კიდევ ბევრგან ნახოთ.

ის,  რაც გარედან ჩანს, რა თქმა უნდა, ყველაფერი არ არის. "მეამაში" არა უნიკალური დიზაინის შენობა, არამედ სწორედ  უნიკალური რეცეპტით მიღებული ყავის კაფსულებია ყველაზე მთავარი. მსოფლიოს 18 ქვეყნიდან მოპოვებული ყავის მარცვლით "მეამას" გამოცდილმა ყავის ტექნოლოგებმა თხუთმეტი ერთმანეთისგან განსხვავებული გემოვნური თვისების, კოფეინის შემცველობისა და ინტენსივობის კაფსულის ყავის უნიკალური რეცეპტი შექმნეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თხუთმეტი სრულიად სხვადასხვა სახეობის კაფსულაში, რომელთაგან ორი უკოფეინოა, ამ სასმელის მოყვარული ადამიანი მისთვის რჩეულ მინიმუმ  ერთ გემოს მაინც აღმოაჩენს.

კაფსულით ყავის მომზადება ბევრად მარტივი და სწრაფია, გემოვნური თვისებების სრულად შენარჩუნების უნარი კი სწორედ ის მთავარი მიზეზია, რის გამოც "მეამას" ყავა კაფსულაში თავსდება. თუმცა, სანამ ეს მოხდება და  ყავა კაფსულაში აღმოჩნდება, მანამდე კომპიუტერული სისტემა ადამიანების ჩაურევლად ძალიან საინტერესო პროცესს მართავს: სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ყავის მარცვალი ჯერ სპეციალურ დანადგარზე იხალება, იფქვება და შემდეგ კი "მეამას" ყავის ტექნოლოგების მიერ შემუშავებული 15 უნიკალური რეცეპტის მიხედვით შექმნილი სახეობები კაფსულებში თავსდება. ამის შემდეგ მომხმარებელს მხოლოდ ისღა დარჩენია, მისთვის ყველაზე სასიამოვნო გემო შეარჩიოს, დააგემოვნოს და "მეამას" ყავის ქართულ, ახალ, ნამდვილ გემოს ეზიაროს.

"მეამაში" ყავის მრავალფეროვნებასთან ერთად ინოვაციური ტექნოლოგიებიც იქმნება. ერთ-ერთი ინოვაცია, რომელიც კომპანიის ახალგაზრდა ინჟინრებმა შექმნეს,  თანამედროვე ვენდინგ აპარატი "დროფერია", რომელიც მე პირადად "მეამამდე" არსად მინახავს. ვერც ვნახავდით, რადგან ეს უანალოგო, ენერგოეფექტური და ეკომეგობრულია. ძალიან მარტივი სისტემით QR კოდზე მობილური აპლიკაციის დასკანერებით იმართება და საუკეთესო შეთავაზებაა ბიზნესისთვის. დროფერი ასევე გამოირჩევა ვიზუალითაც და სრულად იმეორებს "მეამას" სათავო ოფისის ესთეტიკას.

უნდა იცოდეთ, რომ კომპანია, რომლის მომხმარებელიც ხართ, საკუთარი პროდუქციის ხარისხთან ერთად, ტექნოლოგიური განვითარებისკენაა ორიენტირებული და თავისი საქმიანობით იმ ტექნიკური პროფესიების გაცოცხლებას უწყობს ხელს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში, სამწუხაროდ,  გამოუყენებელი იყო.

ასევე განსხვავებული და ძალიან შთამბეჭდავია "მეამას" ეკომეგობრული ტრიპლი, რომელიც შეძენილ პროდუქციას სახლში მოგიტანთ. ეს უცნაური ელექტრომობილი ალბათ თბილისის ქუჩებში არაერთხელ შეგხვედრიათ და თქვენი ყურადღება მიუქცევია.

 

და თუ ჯერ კიდევ არ გაგისინჯავთ "მეამას" მრავალფეროვანი ყავის გემოებიდან ერთი მაინც, "მეამა" სასურველი პროდუქციის შეძენას სამი სხვადასხვა გზით გთავაზობთ, ესენია: კომპანიის ონლაინმაღაზია, ცხელი ხაზი და სითი მოლში მდებარე “მეამას” სივრცე, სადაც პროდუქციის შეძენასთან ერთად მისი დაგემოვნება და ყავის კულტურასთან ზიარებაა შესაძლებელი. ამ სივრცეში, სათავო ოფისის მსგავსად, რა თქმა უნდა, ყველაფერი ძალიან გემოვნებიანი, კარგად ნაფიქრი და რაც მთავარია ქართულია.  

თუ დრო გაქვთ,  გირჩევთ აუცილებლად ესტუმროთ "სითი მოლში" მდებარე "მეამას", სადაც განსხვავებული კონცეფციისა და თანამედროვე ინტერიერის სივრციდან ყავის სამყაროში მეგზურობას "მეამას" ელჩები გაგიწევენ, რომელთა დახვეწილი და გემოვნებიანი ჩაცმულობა თვალში აუცილებლად მოგხვდებათ. უნდა იცოდეთ, რომ არც ეს, ერთი შეხედვით ვინმესთვის შესაძლოა უმნიშვნელო დეტალია შემთხვევითი, “მეამას” ელჩების მიერ მორგებული ტატუნა ნიკოლაიშვილის სამოსი და Crosty-ის ფეხსაცმელი  “მეამასთან” ერთად მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს, აქ ყველაფერი ქართული და ძალიან მაღალი ხარისხისაა.

კარგია, რომ ქართულ რეალობაში “მეამას” გამოჩენა ჩვენს ქვეყანაში ყავის სმის კულტურას სულ სხვა საფეხურზე აიყვანს, დაახლოებით ისე, როგორც ეს პირველად შუასაუკუნეების ევროპაში მოხდა, მაშინ როცა ყავა არათუ უბრალოდ არომატული, გემრიელი მატონიზირებელი სასმელი, არამედ ახალი შეხვედრების, იდეებისა და განვითარების საწყისი  იყო.  თუმცა ერთი განსხვავებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტთან გვაქვს, საკუთარ სახლში ან ოფისში “მეამას” კაფსულის ყავა  ყველასთვის ხელმისაწვდომია. ასე რომ, თუ თქვენც ტვინ პიკსის მთავარი გმირის, დეილ კუპერის მსგავსად დრო მხოლოდ ყავისთვის გაქვთ, მაშინ დააგემოვნეთ მეამა.