ბენქსი ცნობილი ბრიტანელი მხატვარი და არტ-პროვოკატორია, მისი ნამუშევრები კრეატიული, ორიგინალური და ირონიული ხასიათით გამოირჩევა.
სახელწოდებით "მაჩვენე მონე" (Show me the Monet) ლონდონში, Sotheby's აუქციონზე 7,5 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ნახატი 2005 წელს შეიქმნა და ცნობილი ფრანგი იმპრესიონისტის, კლოდ მონეს ტილოს, „იაპონური ხიდის“ ანალოგია, თუმცა მასში ბენქსის დამახასიათებელი შტრიხებიცაა გამოკვეთილი, მან ხიდის ქვეშ ყვავილების ნაცვლად, მარკეტის ურიკები და საგზაო ნიშნები დახატა.
ამ ნამუშევრით მხატვარმა პროტესტი გამოხატა - მისი აზრით, XXI საუკუნეში ადამიანისთვის ბუნება მეორეხარისხოვანი გახდა. შესაბამისად, აღარც ზრუნავს და არც უფრთხილდება მას.
„Crude oil” - ასე ჰქვია ბენქსის ნახატების სერიას, რომლის ნაწილიც “Show Me The Monet-ია. ბენქსი ყოველთვის ცდილობს თავისი სათქმელი ორიგინალურად გადმოგვცეს, ამიტომაც სერიაში ასევე გვხდება ვან გოგის დამჭკნარი „მზესუმზირები“ და ენდი უორჰოლის მენრილ მონრო, რომელიც ბენქსის ნამუშევარში ქეით მოსმა შეცვალა.
Sotheby's ინფორმაციით, აუქციონი 8 წუთს გაგრძელდა და ნახატი აზიელმა ინვესტორმა 7,551,600 სტერლინგად შეიძინა.
დაწერე კომენტარი