ენდი უორჰოლის ახალ წიგნში თავმოყრილია 1950-1962 წლებში შექმნილი 300-ზე მეტი ნამუშევარი, რომლებშიც ნაჩვენებია ახალგაზრდობით, სილამაზითა და ხორციელი სიამოვნებით ტკბობის პროცესი.
1952 წლის ზაფხულში ჯერ კიდევ ილუსტრატორი, სახელად ენდი უორჰოლი ნიუ-იორკის სამხატვრო სცენაზე დებიუტისთვის ემზადებოდა. ის მუშაობდა ისეთ ხაზოვან და მინიმალისტურ ნახატებზე, რომლებიც აგებული იყო Queer სიყვარულის თემაზე, რაც ამერიკული აუდიტორიისთვის მაშინ ნაკლებად მისაღებად ითვლებოდა.
„თავისი ცხოვრების განმავლობაში უორჰოლმა უარი თქვა სოციალური კონვენციების განსაზღვრაზე“. - ამბობს მაიკლ დეიტონ ჰერმანი, ენდი უორჰოლის წიგნის რედაქტორი.
წიგნში მოცემულია ფურცელზე მელნით შესრულებული 300-ზე მეტი ნახატი, რომელთა ყველაზე მკაფიო მახასიათებელია აღვირახსნილი სექსუალობა. მაშინ, როდესაც ჰომოსექსუალობა ჯერ კიდევ დანაშაულად აღიქმებოდა, კაცის სრული სიშიშვლის გამოსახვა მხატვრის მხრიდან ზედმეტად თავისუფალ და თავხედურ ქმედებად ითვლებოდა.
უორჰოლმა ყოველთვის ზუსტად იცოდა, რა სურდა და მისი ნახატები ყველაფერს ამბობდნენ მხატვრის ამ სურვილების შესახებ. „ის, რომ უორჰოლის ეს ნამუშევრები შტატებში კათოლიციზმის დამკვიდრებისას შეიქმნა, როცა სოდომის ცოდვა ყველა შტატში მკაცრად ისჯებოდა, ცხადყოფს, რომ უორჰოლმა ადრეულ ასაკშივე იკისრა არაკონფორმისტის როლი”. - წერს მის შესახებ ჰერმანი.
მიუხედავად იმისა, რომ ენდი პირადი ცხოვრების დეტალებს ყოველთვის საიდუმლოდ ინახავდა, მან მთელი კარიერის მანძილზე ხელოვნება გამოიყენა, რომ ეჩვენებინა თავისი იდენტობა. სწორედ ამიტომ, მხატვრის ეს ნახატები უფრო მეტს გვეუბნება მის შესახებ, ვიდრე ავტოპორტრეტები.
“ამ წიგნში მოცემული ყველა ნამუშევარი, ასობით ნახატი, ეხება ერთი ადამიანის პორტრეტს, რომელიც არცერთ მათგანშია გამოსახული - ენდი უორჰოლს”. - ასე აფასებს წიგნს მხატვრის მეგობარი, ჰერმანი.
დაწერე კომენტარი