AirMax925 - მაქსიმე მაჩაიძის პერსონალური გამოფენა

გალერეა Window Project წარადგენს მაქსიმე მაჩაიძის პერსონალურ გამოფენას სახელწოდებით AirMax925. ის აერთიანებს ხელოვანის რამდენიმეწლიანი კვლევის პროცესსა და შედეგებს და მათ მნახველს სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში ნაპოვნი და შეგროვებული ნივთებით შექმნილი ობიექტების, “სათამაშოების”, სამკაულისა და სამოსის სახით უჩვენებს. გამოფენის მნიშვნელოვანი ნაწილი ლომბარდის თემასა და სავაჭრო მანქანებს ეძღვნება, რომლებიც მომხმარებელს სპეციალური პროგრამის საშუალებით ნივთებისა და გამოცდილებების, ზოგ შემთხვევაში კი მათთვის წინასწარ უცნობი საგნების ყიდვის საშუალებას მისცემენ. ინტერაქტიული ნამუშევრები დამთვალიერებელსა და მომხმარებელს შექმნის პროცესში ჩართვასა და ამასთან, მათი კვლევის ნაწილად ქცევას შესთავაზებენ.


ქეთო ლოგუა - “ორმაგი ყვავილი”

21 თებერვალს, გალერეაში - „LC Queisser“ ქეთო ლოგუას გამოფენა - „ორმაგი ყვავილი“ („Double Flower“) გაიხსნება. როგორც არტ-კრიტიკოსი დათო კოროშინაძე გამოფენის შესახებ წერს: გამოფენაზე “ორმაგი ყვავილი“, წარმოდგენილი იქნება ქეთო ლოგუას ახალი ნამუშევრები რომელიც სიცოცხლის განვითარების ალტერნატიულ ნარატივს, „სალტოსებურ ევოლუციას“იკვლევენ. ნამუშევრებში გამოყენებული ყვავილების დიაგრამები ველური ვარდის მუტაციის და დივერსიფიკაციის სხვადასხვა ფორმებს ეყრდნობა. ამავდროულად, ვარდი, კოლექტიური სურვილების კულტივაციის პირდაპირი ბიოლოგიური მოდელია. ობიექტების დიზაინი და კონცეფცია, არღვევეს მის სამომხმარებლო, ესთეტიურ კოდს და საგნის მიღმა ისტორიულ და ანთროპოლოგიურ მნიშვნელობებს წარმოგვიდგენს.

 

In Search of The Miraculous - MOMA

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქართველი ხელოვანების ჯგუფური გამოფენა- In Search of The Miraculous მიმდინარეობს.

ექსპოზიცია 11 ქართველ ხელოვანს - უტა ბექაია, ლევან ჭელიძე, ლევან მინდიაშვილი, დარო სულაკაური, გიორგი ჩხეიძე, ტატო ახალკაციშვილი, ნათელა გრიგალაშვილი, ირინა თევზაძე, ლევან სონღულაშვილი, მამუკა ცეცხლაძეს და რუსუდან ხიზანიშვილს აერთიანებს.

Richard Linklater Retrospective: Before Trilogy

კინოთეატრი “ამირანი” თიბისი სტატუსთან ერთად კვლავ წარმოგვიდგენს კინოკლასიკიდან ლეგენდარული ფილმების ჩვენებას,  კვენტინ ტარანტინოს, სტენლი კუბრიკის, ვუდი ალენისა და მარტინ სკორსეზეს ფილმების შემდეგ, მაყურებელს საშუალება ექნება რიჩარდ ლინკლეიტერის Before Trilogy იხილოს. 

21 თებერვალი - “მზის ამოსვლამდე” / Before Sunsire

22 თებერვალი - “მზის ჩასვლამდე”  / Before Sunset

23 თებერვალი - “შუაღამემდე” / Before Midnight

 

“მოახლეები” - სამეფო უბნის თეატრი




24 თებერვალს სამეფო უბნის თეატრი რეჟისორ ნიკა თავაძის სპექტაკლს "მოახლეებს" წარმოგვიდგენს. ნინო კასრაძის, ნატა მურვანიძის და ბაია დვალიშვილის მონაწილეობით შექმნილი სპექტაკლი ჟან ჟენეს საკულტო დრამის პირველი დადგმაა ქართულ სცენაზე.

“ტროელი ქალები” - სამეფო უბნის თეატრი

ფოტო: გურამ მურადოვი


რეჟისორ დათა თავაძის მიერ სამეფო უბნის თეატრის სცენაზე დადგმული სპექტაკლი "ტროელი ქალები" გვიამბობს ომგამოვლილ ქართველ ქალთა ისტორიებს 1990-იანი წლებიდან დღემდე. “მათი მონათხრობი, სპექტაკლის უმთავრეს ნაწილს შეადგენს, მასში ნათლად იკვეთება, რომ ქალთა მიმართ ძალადობის მანკიერი სურვილი საუკუნეების მანძილზე, ტროას ლეგენდარული ომიდან დღემდე, უცვლელი რჩება - ქალთა საჭიროებები ომის დროს იგნორირებულია, მათ ჩივილს არავინ უსმენს.” 

BASSIANI / HOROOM: HELENA HAUFF KANCHELI NDRX AZIM FATHI

21 თებერვალს კლუბ “ბასიანის” სცენაზე Helena Hauff, Kancheli და NDRX დაუკრავენ. Horoom-ის ოთახში კი მსმენელის წინაშე რანელი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი, დიჯეი და ლეიბლის, Paraffin Tehran-ის დამფუძნებელი Azim Fathi და ქართველი დიჯეები HVL  და NINASUPSA წარდგებიან.

KHIDI SHDW & OBSCURE SHAPE KLANGKUENSTLER JORJICK ROMAN

21 თებერვალს KHIDI-ს მთავარ სცენაზე  გერმანული დუო SHDW & OBSCURE SHAPE დაუკრავს. მათთან ერთად წარდგებიან: ასევე გერმანული სცენის წარმომადგენელი, ახალგაზრდა დიჯეი და პროდიუსერი KLANGKUENSTLER და ქართული სცენის პიონერი, არტისტი გიორგი ჟორჟოლიანი, იგივე JORJICK. არტისტებს მასპინძლობას გაუწევს KHIDI-ს ადგილობრივი რეზიდენტი რომან აბრამოვი პროექტით ROMAN.

DECODER: RICHIE HAWTIN / CLAIRE MORGAN / THE FOREST

ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი DECODER 3 თანამედროვე ტექნოსცენის ლეგენდას - Richie Hawtin-ს უმასპინძლებს, რომელიც 22 თებერვალს ქართველი მსმენელისთვის პირველად დაუკრავს. საფესტივალო სერიის ფარგლებში,  თბილისს ასევე პირველად ეწვევა Claire Morgan, რომელმაც მუსიკალური ცხოვრება დაიწყო, როგორც მულტიინსტრუმენტალისტმა და კომპოზიტორმა. გარდა მოწვეული არტისტებისა, DECODER-ის აუდიტორიისთვის ქართული სცენის პიონერი, The Forest დაუკრავს, რომელიც პროდიუსერისა და დიჯეის, ბაჩი თომაძის ჰიპნოზურ ტექნოზე ორიენტირებული პროექტია. მისი სეტები გაჯერებულია ღრმა ჟღერადობით და დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპოზიციების ავტორია.

The BearFox - OneSmallGig@Fabrika

One Small Step Production  21 თებერვალს თავისი ახალი პროექტის ფარგლებში პირველ კონცერტს წარმოგვიდგენს, სადაც ჯგუფი The Bearfox დაუკრავს. ახალი პროექტის ფარგლებში მომავალში ცნობილი და უცნობი არტისტები Black Dog Shop-ში არაერთ ლაივ საღამოს შემოგვთავაზებენ. ღონისძიება 21:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.