19-დან 22 ნოემბრის ჩათვლით თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული გაიმართება.  დიდი ხანია, რაც ეს ღონისძიება მოდის ინდუსტრიის კალენდარში მთავარი მოვლენაა, რომელიც ამჯერად არსებული ეპიდვითარების გამო  წელს ციფრულ ფორმატში ჩატარდება.

 

     View this post on Instagram         Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi Digital. Video by @neonraito #mbfw #mbfwtbilisi #digitalA post shared by  MBFW TBILISI (@mbfashionweektbilisi) on Oct 26, 2020 at 5:56am PDT

 

20 შერჩეული დიზაინერი უახლეს კოლექციებს გლობალური აუდიტორიის წინაშე წარადგენს. ვირტუალური სივრცე ორგანიზებულია, თითოეულ ბრენდს კალენდარში თავისი დრო აქვს განკუთვნილი. დატვირთული დღის წესრიგი კი საზოგადოებისათვის და მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებისათვის  ეპიდვითარების გამო ციფრულ ფორმატში იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც დიზაინერების, შემოქმედების, მედიისა და  კულტურული დაწესებულებებისთვის  ახალი შეხვედრის ადგილი გახდება. 

 


ქართულმა მოდის ინდუსტრიამ Mercedes Benz Fashion Week Tbilisi-ის ფარგლებში ასეთ მძიმე დროსაც კი არ შეწყვიტა განვითარება და დიზაინერებსა თუ მოდის მოყვარულებს არაერთი საინტერესო სიახლე შესთავაზა. 

 

ონლაინ პლატფორმა www.MBFWtbilisi.online 19 დან 22 ნოემბრის ჩათვლით იქნება ხელმისაწვდომი, სადაც ნებისმიერი სტუმარი ძალიან საინტერესო მულტიმედია კონტენტს, დიზაინერების დღიურებს, ინტერვიუებსა და ბექსთეიჯის მომენტებს იხილავს. 

 

 

გარდა ამისა, კოვიდ 19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულმა Georgia Fashion Foundation-თან თანამშრომლობით, Factory – Art & Culture Center დაარსა, რომელიც ხელოვნებისა და კულტურის მთავარ  ცენტრად იქცევა. 

 



 

კოკა-კოლას ყოფილი ქარხანა, რომელიც 27800 კვ.  მეტრზეა განთავსებული, ახალი ინდუსტრიული და შემოქმედებითი კერაა, სადაც დიზაინერებს, მხატვრებსა და ფოტოგრაფებს შეუძლიათ  წარმოაჩინონ თავიანთი შემოქმედება, განავითარონ თავიანთი ხედვები და დაინტერესებულ საზოგადოებას ახალი იდეები  გაუზიარონ. ურბანული სივრცე კი საქართველოს შემოქმედებითი განწყობის  ამაღლებასა და ქვეყნის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

 



 

„მოხარული ვარ, რომ ვთანამშრომლობ Georgian Fashion Foundation-თან, ჩვენი მთავარი მიზანია ფინანსური დახმარება გავუწიოთ  ყველა იმ შემოქმედებითი საზოგადოების წევრს, ვისზეც COVID -19-ის პანდემიამ დიდი  გავლენა იქონია,ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ხელს შევუწყობთ მრავალი ნიჭიერი დიზაინერის განვითარებას, რომლებიც ახლა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგანან. “- ამბობს სოფია ჭყონია, Mercedes-Benz მოდის კვირეულის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი. 

 

 

ფონდის საქმიანობის ფარგლებში შეიქმნა მრჩეველთა საბჭო, რომელიც ინდუსტრიის გავლენიანი წევრებისგან შედგება. ისინი ეკონომიკური გაურკვევლობისა და გლობალური კონკურენციის ისტორიულ პერიოდში ადგილობრივ ბრენდებს სწორ და სტრატეგიულ განვითარებაში ეხმარებიან, ამ ბორდის წევრებს შორის არიან: 
Antonello Mancinelli – Marie Claire Italia Senior Editor; Danilo Venturi – Director of Polimoda;
David Koma – Designer;

Diane Pernet – International Fashion  Blogger, Critic and Founder of ASVOFF Festival (A Shaded View on Fashion  Film);
Filip Niedenthal – EIC of Vogue  Poland;
Gena Smith – Senior  VP of Human Resources & Head of Global Executive and  Creative Recruitment for LVMH;

Godfrey  Deeny  – International Fashion  Critic and  EIC of FashionNetwork.com;

Hilary Alexander – former Fashion  Director of The Daily Telegraph, Journalist and  Writer; Hiroshi Fujiwara – Musician, Producer and  Designer;

Jean Pierre  Blanc –  Founder of the  International  Festival  of Fashion  and  Photography  in Hyeres  and notable Director of Villa Noailles;

Mickey Boardman – Editorial Director of Paper  Magazine;

Sara Maino – Deputy Director of Vogue  Italia and  Head of Vogue  Talents; Stefan Siegel  – Founder & CEO of NOT JUST A LABEL;

Steven  Kolb – CEO of CFDA (Council of Fashion  Designers of America).