ევროპული კინოაკადემიის წლევანდელ სიაში მოკლემეტრაჟიანი ფილმის კატეგორიის კანდიდატი ქართველი რეჟისორის, ირინე ჟორდანიას “მარქსის ქუჩა #12” გახდა. საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილე 24 ფილმიდან ნომინანტი მხოლოდ 5 გახდება. გამარჯვებულებს 12 დეკემბერს ევროპული კინოს საერთაშორისო ფესტივალზე ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში გამოაცხადებენ.
ამბის მთავარი გმირი, რომელსაც ფილმში თიკა ლაღიძე განასახიერებს, ყოველდღე ერთი და იმავე დროს, ერთი და იმავე ადგილას რეკავს, სანამ ერთ დღეს მის ზარს მოულოდნელად არ უპასუხებენ.
დაწერე კომენტარი