ამ სეზონზე  Hammock-ის ყურადღება გაზაფხულის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა კოლექციამ მიიქცია, რომელიც Lacoste-ის და ამერიკელი ხელოვანის, Keith Haring-ის შემოქმედების თანამშრომლობაა. Keith Haring ცნობილია პოპ-არტის და გრაფიტის სტილის ნამუშევრებით, რომელიც 80-იანი წლების ნიუ-იორკის ქუჩების გამოძახილია.




Keith Haring-ს ძალიან საინტერესო ბექგრაუნდი აქვს – მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ კომერციული გრაფიკული დიზაინი არ აინტერესებდა, თავი დაანება უნივერსიტეტს და თავის თავზე მუშაობას შეუდგა. მალევე გამართა პირველი სოლო გამოფენა პიცბურგის ხელოვნების ცენტრში. ამავე წელს Haring საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც ალტერნატიულ ხელოვანთა წრე აღმოაჩინა, ყველაფერი მუზეუმების და გალერეების სისტემის გარეთ ხდებოდა – ქუჩებში, მეტროში, კლუბებსა და ყოფილ საცეკვაო დარბაზებში. იგი დაუმეგობრდა ჟან მიშელ ბასკიას, ბევრ მუსიკოსს, პერფორმანსის არტისტს და გრაფიტის მხატვრებს.




Haring მოხიბლული იყო იმ ენერგიით და სულისკვეთებით, რაც ამ სცენას ჰქონდა. მისი გამოფენები გაიმართა Club 57-ში და სხვა ალტერნატიულ სივრცეებში. სტუდენტობის დროს Keith ექსპერიმენტებს ატარებდა პერფორმანსის ხელოვნებაში, ქმნიდა ვიდეოინსტალაციებს, კოლაჟებს, თუმცა ხატვისთვის ზურგი არასოდეს შეუქცევია.




1980 წელს მან აღმოაჩინა ახალი მედიუმი, რომელმაც უფრო ფართო საზოგადოებასთან ურთიერთობის საშუალება მისცა. Haring-მა მეტროში შეამჩნია გამოუყენებელი სარეკლამო აბრები, რომლებიც შავი მატეს  მასალა იყო, მან მათზე ხატვა თეთრი ცარცით დაიწყო და ხშირად დღეში ორმოც subway drawing-ს ქმნიდა. მას მალე ნიუიორკელები ცნობდნენ და, Haring-ის თქმით, მეტრო მის “ლაბორატორიად” იქცა.




ხანმოკლე, მაგრამ დატვირთულ კარიერაში არტისტმა მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტ სოლო გამოფენაში, მხოლოდ 1986 წელს მისი სახელი 40-ზე მეტი ჟურნალის და გაზეთის სათაურში იყო მოხსენიებული. ადამიანების სია, ვისთანაც ხელოვანი თანამშრომლობდა,  მრავალფეროვანია: მადონა, გრეის ჯოუნსი, ჯენი ჰოლცერი, იოკო ონო, ენდი უარჰოლი, უილიამ ბეროუზი – ეს მათი არასრული ჩამონათვალია. მისი ნამუშევრები დღესაც ძალიან აქტუალურია და ჩართულია ბევრ ინტერნაციონალურ რეტროსპექტივაში მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს მუზეუმებში. Lacoste-ის და კიტ ჰარინგის “თანამშრომლობა” შემთხვევითი არ  არის, რადგან ორივეს შემოქმედება თვითგამოხატვისა და ინოვაციისადმი ლტოლვაა.



Keith Haring-ის საკულტო ნამუშევრები, მათ შორის “მოყეფარი ძაღლი” და “გული” გამოყენებულია პოლო მაისურებზე, ჩვეულებრივ მაისურებზე, ჩანთებზე და ა.შ.  აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული კოლექცია მხოლოდ ერთი სეზონისთვის შეიქმნა და მსოფლიო მასშტაბით წარმოდგენილია „ლაკოსტის“ მხოლოდ შერჩეულ მაღაზიებში, მათ შორისაა საქართველოც.

თბილისში, Lacoste x Keith Haring-ის საერთო კოლექციების შეძენა Dressup Group-ში შემავალ, „გალერია თბილისში“ მდებარე Lacoste-ის ოფიციალურ მაღაზიაში და ონლაინ www.dressup.ge –ზე არის შესაძლებელი.