ჰარი სტაილსმა ახალი მუსიკალური კლიპი გამოაქვეყნა. Golden მისი მეორე სოლო ალბომის, Fine Line-ის  მეხუთე სიმღერაა. 




კლიპი იტალიაში, ამალფის სანაპიროზე, ოქროსფერი მზის შუქის ფონზეა გადაღებული. ჰარი  საკუთარი სტილით ყოველთვის გამოირჩეოდა. ამავე ალბომის სიმღერის, Falling-ის ვიდეოში მისმა თეთრმა შიფონის ბლუზამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ამ მხრივ ახალი კლიპიც გამოირჩევა - GUCCI-ის ხელნაკეთი ოქროსფერი ყელსაბამით და
 Steven Stokey Daley-ის შარვლით მომღერალი სხვადასხვა სტილის სამოსშია გამოწყობილი.