გუშინ დედიკა გალერეის ახალი სივრცე კოკა რამიშვილის გამოფენით - “აეროდრომი” გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი ინსტალაცია არტისტის ცნობილი სერიის, “დარჩი სანთელში” ნაწილია.
28 ოქტომბრიდან თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე დედიკა გალერეაში, კოკა რამიშვილის ახალ ინსტალაციასთან ერთად, გალერეის არქივში დაცულ აკვარელით შესრულებული ნახატების სერიასაც იხილავთ.
“აეროდრომი თავისუფლების გამოხატულებაა. ის შინაგანი აფრენის ხატი და ნებისმიერ ადგილას ყოფნის შესაძლებლობაა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მისგან ფიზიკურად შორს ვართ." - ამბობს ხელოვანი თავისი გამოფენის შესახებ.
გაითვალისწინეთ, რომ პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დამთვალიერებელთა რიცხვი ხუთ ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ვინც გამოფენაზე მისვლას ვერ ახერხებს, ნამუშევრების ხილვას სახლიდან გაუსვლელად, ვირტუალურადაც შეძლებს გალერეის ახალ ვებგვერდზე
დაწერე კომენტარი