როდის დაიწყე დაკვრა?
დაკვრა 2016 წლის ზაფხულში დავიწყე. მუსიკით ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული, ჩემი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში ალბათ მეტწილად კლუბებში სიარულმა განაპირობა. კლუბში მოხვედრის პირველივე დღიდან დამაინტერესა დიჯეინგმა, თვითონ დაკვრის და ასევე საკუთარი მუსიკის შექმნის პროცესმა. პირველი რამდენიმე დაკვრა განსაკუთრებულად ემოციური იყო ჩემთვის, თუმცა ყოველი დაკვრა თავისებურად ემოციურია. ალბათ დამჭირდა გარკვეული დრო, რომ ბოლომდე გავხსნილიყავი მსმენელთან ურთიერთობისთვის.
რამ განაპირობა შენი მუსიკით დაინტერესება?
მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე, შესაბამისად მუსიკა ბავშვობიდან მიყვარდა. ბევრ სხვადასხვა ჟანრში ვცადე დაკვრა და საბოლოოდ მივხვდი, რომ ყველაზე მეტად ელექტრონული მუსიკა მაინტერესებს.
თბილისთან ერთად პარიზშიც უკრავ, როგორ დაახასიათებდი ფრანგულ საკლუბო სცენას?
ალბათ თბილისთან შედარებით მრავალფეროვანი, თუმცა არ ვთვლი, რომ პარიზი საკლუბო სცენის ქალაქია. არის კონკრეტული კარგი ივენთები, თუმცა ცოტა. ჩემთვის პარიზი კონსერვატული და ჩაკეტილია. ვფიქრობ, საზოგადოების დიდ ნაწილს ეშინია ინოვაციების და მხოლოდ ახალგაზრდები ქმნიან სიახლეებს.
არტისტები, რომლებმაც გავლენა იქონია შენზე
კონკრეტულად ვერ გამოვყოფ. ვფიქრობ, რომ თვითონ კლუბურმა ცხოვრებამ მოახდინა ჩემზე დიდი გავლენა. მუსიკალურმა ჟანრებმა, რომლებსაც უკრავენ კლუბებში. გარემომ, მსმენელმა, ყველაფერმა ერთად. ჩემთვის კლუბში მუსიკის მოსმენა, ერთგვარი საუბარი და ურთიერთობაა არტისტთან. ალბათ, სწორედ ეს ემოცია იყო ის, რის გამოც გადავწყვიტე დაკვრა.
ტრეკი, რომელსაც ბოლო დროს უსმენ?
Delta Funktionen – scitiloP
წარმოგიდგენთ liza Rivs-ს DJ Set-ს:
Liza Rivs მუსიკას შეგიძლიათ მოუსმინოთ soundcloud-ზე.
დაწერე კომენტარი