გაბრიელ რენჯის ფილმ stardust-ში დეივიდ რობერტ ჯოუნსის ცხოვრებაა მოთხრობილი, სანამ ის  ლეგენდარული დევიდ ბოუი გახდებოდა.

ფილმში მთავარ როლს  მომღერალი და მსახიობი ჯონი ფლინი ასრულებს და იმ დროში გვაბრუნებს, როდესაც ბოუი აშშ-ს ტურნესთვის ემზადება  და მის ალტერ ეგოს, ზიგი სტარდუსტს ქმნის.

 

 

1971 წელს 24 წლის დევიდ ბოუი Mercury Records-ის პუბლიცისტ რონ ობერმანთან ერთად პირველად მართავს ტურნეს ამერიკაში, მისი მთავარი მიზანია  ალბომი The Man Who Stole The World იმ სამყაროს გააცნოს, რომელიც დევიდ ბოუისთვის ჯერ კიდევ მზად არ არის.

ფილმში ასევე მონაწილეობენ: არიან მარონი, აარონ პოლი, რომელიც ბოუის გიტარისტის როლს ასრულებს, მიკ რონსონი, როანა კოჩარნი, ჯორჯა კადენსი, ენი ბრიგზი, რაიან ბლეკლი და ჯენა მალოუნი, როგორც ენჯი ბოუი, მუსიკოსის ყოფილი ცოლი.

 


ფილმში ნაჩვენებია უცნობი მოვლენები და ფაქტები დევიდ ბოუის შესახებ,  რომლებმაც შემდეგ მისი ყველაზე დასამახსოვრებელი ალტერ ეგო, ზიგი სტარდუსტი შექმნა. რეჟისორმა ასევე შეძლო დაეფიქსირებინა ის კადრები, რომლებმაც შემდგომში  მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კულტურული ფენომენის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

 

 

Stardust-ის ვირტუალური პრემიერა  2020 წლის დასაწყისში Tribeca-ს კინოფესტივალზე  შედგა, ხოლო პრემიერა  თეატრალური და VOD პლატფორმისთვის  25 ნოემბერს გაიმართება.