2020 წლის იანვარში Craig Green-ისა და adidas-ის პირველმა კოლაბორაციამ უდიდესი წარმატება მოიპოვა, ისინი კი უკვე ახალ, მეორე კოლექციას გვთავაზობენ. ჯერ კიდევ ზამთარში მოპოვებული წარმატებით შთაგონებულმა Craig Green-მა გადაწყვიტა G Superstar, CG KONTUUR III-ისა და CG POLTA III-ის ორ ფერში გამოშვება. “ყველა კოლექცია და კოლაბორაცია , რომელშიც მე ვმონაწილეობ, ფუნქციონალური და ექსპერიმენტულია, ეს კი ფეხსაცმლისთვის, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ყოველთვის გვინდა, რომ ვიპოვოთ ბალანსი იმ იდეებსა და რეალობას შორის, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდება, სწორედ ასე მივუდექით adidas-თან კოლაბორაციასაც. ის, რაც წარმოვიდგინეთ, იყო ძალიან აბსტრაქტული, შედეგი კი რეალურია”. - აცხადებს დიზაინერი.
მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი თანამშრომლობა მათთვის უცხო არ არის, დიზაინერი მაინც მნიშვნელოვნად და ორიგინალურად მიიჩნევს ახალ კოლექციას. მისი აზრით, მეტალის ფერები სიახლეს მატებს ფეხსაცმელს, Craig Green მათ “ბუნდოვანი მომავლის” ფერებად აღიქვამს, რაც, მისივე აზრით, შემოქმედებას უნიკალურობას მატებს. მეტალის ფერები ჭარბობდა მის ერთი კვირის წინ წარმოდგენილ SS21 კოლექციაშიც, დიზაინერისთვის ეს “ფანტაზიის ელემენტია, რომელიც ოდესღაც რეალობად იქცეოდა”.
დაწერე კომენტარი