ლონდონის საქველმოქმედო ორგანიზაცია Positive East, რომელიც აივ ინფექციით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება, კორონავირუსით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად 14 მაისურს უშვებს, რომელზეც Sunil Gupta-ს, Kai-Isaiah Jamal-ისა და სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრებია ილუსტრირებული.
დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, შემოქმედებითმა საზოგადოებამ გადაწყვიტა საკუთარი ნიჭი ღირსეულ მიზნებს მოახმაროს, ამის თვალსაჩინო მაგალითია ლონდონის აივ საქველმოქმედო ორგანიზაცია Positive East-ის ციფრული pop-up მაღაზია, სადაც შეგიძლიათ 14 სახის ლიმიტირებული რაოდენობის მაისური ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ.
სამი ათწლეულის განმავლობაში Positive East უპირობოდ იდგა აივ ინფექციის სერვისების უზრუნველყოფის სათავეში და ადამიანებს დიაგნოზის დასმასა თუ შემდგომ მკურნალობაში ხელს უწყობდა.მრავალი საქველმოქმედო ორგანიზაციის მსგავსად, რომლებიც საქველმოქმედო აქციებში აქტიურად მონაწილეობენ, Positive East ყოველწლიურად ვიქტორიას პარკში Red Run-ს მართავს (ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთს აივ ინფექციის აღმოსაფხვრელად 130,000 ფუნტი სტერლინგით დაეხმარა), თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ორგანიზაცია ძალიან დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდა და იძულებულები გახდა მისიის წინსვლის ახალი გზები მოეძებნა.
“ამ კოლაბორაციული პროექტით ჩვენ გვსურს მცირედი, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ აივ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლასა და კულტურის ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებაში. ჩვენი მისიის შესახებ ცნობიერების ამაღლება დაგვეხმარება აივ ინფიცირებული პირებისა და თემების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, სანამ პანდემიას დავამარცხებდეთ”, - ამბობს მარკ სანტოსი, Positive East-ის დირექტორი.
მართალია, საზოგადოებასთან ურთიერთობის წესები საგრძნობლად შეიცვალა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ამ მაისურების შეძენას 2021 წლის 1 იანვრამდე სულ რაღაც 30 ფუნტ სტერლინგად შეძლებთ.
დაწერე კომენტარი