მარკო ბიზარდიმ, Gucci-ს პრეზიდენტმა და CEO-მ განაცხადა, რომ ბრენდი 2018 წლის საგაზაფხულო კოლექციიდან შეწყვეტდა ნატურალური ბეწვის წარმოებას. მიზეზად დაასახელა ის, რომ ნატურალური ბეწვი და მისი წარმოება თანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ პასუხობს. Gucci ისეთი ბრენდების რიცხვს შეუერთდა, როგორებიც არიან კელვინ კლაინი, რალფ ლორენი, არმანი, სტელა მაკარტნი, ჰუსეინ ჩალაიანი და სხვები.
ასეთი ცნობილი სახელების გარდა, კიდევ არიან თანამედროვე ბრენდები, რომლებიც ქმნიან ძვირად ღირებულ და ხარისხიან პროდუქციას, რომელიც ამავდროულად ეთიკურიც არის. 21 საუკუნის მომხმარებელს სწორედ ეს აინტერესებს, რადგან ის ინფორმირებულია და იცის, რომ ყოველწლიურად 50 მილიონი ცხოველი ეწირება მოდის ინდუსტრიას. ასეთი ბრენდია shrimps, რომლის შეძენაც Chaos Concept Store-ში შეგიძლიათ. Shrimps ბრიტანული ბრენდია, რომელიც 2013 წელს ჰანა ვეილანდმა დააარსა. მას მოსწონს ნატურალური ბეწვი, თუმცა, არ სურს მისი ტარება.
ფოტოგრაფი: ნატა სოფრომაძე
სტილი: მარიამ ცეცხლაძე
რედაქტორი და არტ დირექტორი: გიორგი მაისურაძე
მოდელი: ლიკა რიგვავა
MUA: ანა თოდუა
განსაკუთრებული მადლობა: Chaos Consept Store
დაწერე კომენტარი