წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას: New Age. რუბრიკაში გაეცნობით ახალ თაობას, მათ ინტერესებსა და შეხედულებებს ქალაქზე, ცხოვრების სტილსა და სამომავლო გეგმებზე. რუბრიკის სტუმარია: ნატალია კალანდაძე.

ნატალიას შესახებ

ვარ 18 წლის, დავიბადე თბილისში, 14 წლიდან  ვსწავლობ სხვადასხვა ქვეყანაშიინგლისში, საფრანგეთშიამჯერად ვარ იტალიაში (Blyth Academy Florence), ფლორენციაში.

ქალაქი და ინსპირაცია

თბილისში ადამიანებს ერთმანეთთან რაღაცნაირი კავშირი აქვთ, უცნობი ადამიანიც კი  თითქოს ნაცნობია. ჩემი აზრით, ყველა ქალაქი თავის მხრივ გაძლევს ინსპირაციას, მაგალითად, ახლა ფლორენციაში ვცხოვრობ და ვთვლი, რომ ეს ქალაქი უნიკალურია თავისი ხელოვნებით, თუმცა მომავალ წელს პარიზში ვგეგმავ დაბრუნებას, რადგან მგონია, რომ ამ ქალაქის ენერგეტიკა ჩემთან უფრო ახლოა.

გარემო და სტილი

გარემო  მოქმედებს ადამიანზე, ჩემი აზრით, ადამიანი ძირითადად თვითონ იქმნის გარემოს, შესაბამისად სტილის ჩამოყალიბებაც ასე ხდება, ის თავად აყალიბებს საკუთარ სტილს.

პირველი დიზაინი

ბავშვობიდან ვთამაშობდი და ვაკეთებდი ხელნაკეთ ნივთებს პირველი ნამდვილი კაბა 12 წლისამ შევკერე და ალბათ სწორედ ამის შემდეგ დავიწყე უფრო სერიოზულ იდეებზე ფიქრი. ახლაც ვმუშაობ ახალ კოლექციაზე, რომელიც ბოტიჩელის ნამუშევრების და  ჩემი 7 და-ძმის შესახებ იქნება.


სამომავლო გეგმები

ზოგადად არ ვცხოვრობ მომავალში, ერთი წერტილი არ მაქვს, რომელზეც დამოკიდებული ვარ და მივყვები, რადგან ძალიან ბევრი რამ არის, რაც მიყვარს, არ მინდა მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთ რამეს დავუთმო, მაგრამ ამ ეტაპზე მოდის დიზაინზე ვაპირებ ჩაბარებას პარიზის ერთ-ერთ უნივერსიტეტში.