2010 წლიდან საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ ზეპირი ამბების ჩაწერა დაიწყო. წლიდან წლამდე უამრავი ისტორია დაგროვდა. სწორედ ამიტომ, 10 წლის შემდეგ ორგანიზაციამ მიზნად დაისახა ზეპირი ისტორიების ჩანაწერების კოლექციიდან საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა ამბები საზოგადოებისთვის საჯაროდ მოეყოლა.
გამოფენა “პირისპირ”, რომელიც მზის შუქს 7 ნოემბერს იხილავს, საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა შესახებ მოგვითხრობს და ვირტუალურ “ჩეკას” სახლშია განთავსებული, რომელიც, თბილისში, ინგოროყვას ქუჩა #22-ში მდებარეობს.
“ეს გამოფენა სწორედ ამ ადამიანებს ეძღვნებათ, ვინც დახვრიტეს, გადაასახლეს ან აიძულეს გაჩუმებულიყვნენ; ვინც გადარჩა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე შიშში იცხოვრა; ვინც საბჭოთა კავშირმა ფიზიკურად გაანადგურა, ისტორიის ფურცლებიდან წაშალა” -
ამბობს,გამოფენის კონცეფციისა და დიზაინის თანაავტორი მარიამ ნატროშვილი.
„პირისპირ“ წარსულის კვლევის ლაბორატორიის ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში ტარდება. გამოფენას წარადგენენ ირაკლი ხვადაგიანი, მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე და გიორგი კაკაბაძე. მუსიკალური გაფორმება კი ანანო სიხარულიძეს ეკუთვნის. გამოფენა ამავე სათაურის მქონე 3-ტომიან წიგნზეა დაფუძნებული, რომელიც საბჭოთა კვლევის ლაბორატორიამ 2019-2020 წლებში შექმნა და მომავალში დაინტერესებულ საზოგადოებას შთამბეჭდავ ამბებს ეტაპობრივად შესთავაზებს.
დაწერე კომენტარი