როგორია  დიზაინსტუდიო  Rooms-ის დაარსების ისტორია?

სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, 2003 წლიდან ერთად ვმუშაობთ, თავიდან ავეჯს ვამზადებინებდით ჩვენი შექმნილი ესკიზების მიხედვით, მერე ინტერიერის დიზაინის პროექტებიც შეგვიკვეთესკომპანია Rooms 2007 წელს დავაარსეთ.

არსებობს რაიმე კონკრეტული კონცეფცია, რომლის გარშემოც მუშაობთ, როგორც დიზაინერები?

კონკრეტული კონცეფცია, რომლის გარშემოც ვმუშაობთარ არსებობს, ყოველი პროექტი ინდივიდუალურად მუშავდებასივრცის, ფუნქციის, განწყობის და სტილისტიკის თუ სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით.

თქვენი აზრით, რა არის ის ნიშა, რითაც Rooms-ის დიზაინი გამოირჩევა?

ჩვენი დიზაინი რით გამოირჩევა, ჯობია ეს  სხვებმა განსაზღვრონამ კითხვაზე პასუხის გაცემა ცოტა რთულია.

როგორ ფიქრობთ, რა არის დიზანში ყველაზე მნიშვნელოვანი?

დიზაინში ყველაზე მნიშვნელოვანია კომფორტისა და ესთეტიკის შერწყმა, გარკვეული ხასიათის შექმნა.

პირადად თქვენთვის როგორ მიმართებაშია სივრცე ობიექტთან  ან ობიექტი სივრცესთან?

სივრცე და ობიექტი ყოველთვის ურთიერთკავშირშია, სივრციდან გამომდინარე შეიძლება შექმნა ობიექტი, ან პირიქითობიექტის მიხედვით განავრცო სივრცე, და ამავე დროს, ორივე შემთხვევაში გასათვალისწინებელია ადამიანის არსებობა.

რა ლოგიკით უნდა ჩნდებოდნენ საგნები განსხვავებულ სივრცეებში?

საგნების განლაგება სივრცეში შეიძლება ლოგიკურადაც დაიგეგმოს, მაგრამ ჩვენ უფრო ინტუიციურად ვალაგებთ,  თან ამავე დროს მაინც ვფიქრობთ და ვითვალისწინებთ ყველაფერსფუნქციას, ფორმას, ფერს, ფაქტურას, სტილს, ეპოქას


გვესაუბრეთ მასალებზე, რომლებიც წლევანდელ,  ახალ კოლექციაში გამოიყენეთ.

ახალ კოლექციაში გამოვიყენეთ სხვადასხვა მასალა, მაგრამ ჩვენთვის სიახლე იყო ქვაზე მუშაობა კომპანიაკამარასთანდა მოქანდაკე დავით ნათიძესთან ერთად.

ცოტა ხნის წინ დაბრუნდით ნიუ-იორკიდან, სადაც Egg Collectiv-მა, რომელიც 4 ქალ დიზაინერს აერთიანებს, ერთი კომპანიის გარშემო უმასპინძლა 20-მდე სხვადასხვა ასაკისა და სპეციფიკური მიმართულების მქონე ქალ დიზაინერს, სადაც თქვენი ნამუშევრებიც წარმოადგინეთ. გვესაუბრეთ მიღებულ გამოცდილებასა და იქ  გამოფენილ ნამუშევრებზე.

საინტერესო გამოცდილება იყო,  მართლაც კარგი ნამუშევრები გამოიფინა და მათ შორისჩვენი ობიექტებიც. მთლიანობაში შთამბეჭდავი გამოვიდა. განსაკუთრებული აღმოჩნდა გახსნის საღამოსხვადასხვა ასაკის, ხასიათის და ეროვნების ქალები ერთ სივრცეში, ერთმანეთის გასაცნობად რომ შევიკრიბეთ.

რეკომენდაციის სახით ჩამოგვითვალეთ რამდენიმე დიზაინერი, რომლის შესახებ  აუცილებლად უნდა ვიცოდეთ.

ძალიან ბევრია და რთულია გამორჩევაეტორე სოტსა, ჯიო პონტი, ეილინ გრეი, შარლოტ პერიანდ

რა რჩევას მისცემდით დამწყებ დიზაინერებს?

დამწყებმა დიზაინერებმა რაც შეიძლება მეტი ინტერესი უნდა გამოიჩინონ, მუდმივ ძიებაში უნდა იყვნენ, რომ იგრძნონ რა მიმართულებაა მათთან ახლოს. ასევე მნიშვნელოვანია გამბედაობა და თავისუფლება.


იხილეთ მეტი: http://rooms.ge/en/#