გუჩის ეს კოლექცია, სახელწოდებით - OUVERTURE of Something that Never Ended - სავარაუდოდ, მიმდინარე თვის ბოლოს გამოჩნდება, თუმცა ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა ალესანდრო მიკელემ განაცხადა, რომ აპირებს, ის მინისერიალის მეშვეობით წარმოადგინოს, რომლის რეჟისორიც გას ვან სენტი იქნება - სწორედ მას ეკუთვნის ფილმები - Dowstore Cowboy და My Own Private Idaho.
სერიები ვითარდება სილვია კალდერონის გარშემო და გვიჩვენებს მის „ყოველდღიურ რუტინას“ რომში, სადაც ასევე წარმოდგენილი იქნებიან საერთაშორისო ვარსკვლავები - ჰარი სთაილსი, ფლორენს უელჩი და ბილი აილიში.
ვან სენტთან ერთად ფილმებს რეჟისურას მიკელეც გაუწევს, ხოლო მისი პრემიერა შედგება “GucciFest”-ზე, ციფრულ ფესტივალზე და აქვე მოეწყობა 15 დამოუკიდებელი დიზაინერის, მათ შორის Ahluwalia-ს, სტეფან კუკის, Mowalola-ს და ბიანკა საუნდერსის ჩვენებები. აღნიშნული არტისტები მიკელემ მიმდინარე წლის დასაწყისში აღმოაჩინა და შეარჩია, ახლა კი მათ ნამუშევრებს მოდის ფილმების მეშვეობით წარადგენს.
გუჩის ფესტივალი 16-დან 22 ნოემბრის ჩათვლით ყოველდღე გაიმართება და სრულად გადაიცემა როგორც იუთუბის, ისე ფესტივალის ოფიციალური ვებგვერდის, GucciFest.com-ის, მეშვეობით, ხოლო მისი სრული პროგრამა ხელმისაწვდომი 13 ნოემბერს გახდება.
დაწერე კომენტარი