სკეიტბორდების ცნობილი ბრენდი PALACE “მოგონებების კოლექციას’’ აანონსებს, რომლითაც  განუმეორებელ მუსიკოსს, უიტნი ჰიუსტონს  მიაგებს  პატივს.


კოლექციაში ამერიკული სპორტული ბრენდის, Ebbets-ის მიერ დამზადებულ ქურთუკთან ერთად, ასევე გვხვდება ნაქსოვი პერანგები, მაისურები და ბეისბოლის ქუდები, რომლებსაც უიტნი ჰიუსტონის სახელი აერთიანებს  და რომლებზეც  მომღერლის სახელი და გვარი სიმბოლურად არის ამოქარგული.


კოლექციიდან შემოსული თანხა სრულად გადაიგზავნება უიტნი ჰიუსტონის სახელობის ფონდში, რომელიც ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს და იმ ახალგაზრდებს  ეხმარება, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.


 „მოხარულები ვართ ვითანამშრომლოთ სკეიტბორდების ბრენდ Palace-სთან, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება, როგორიც უიტნის მემკვიდრეობის გახსენება  და მისი საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერაა, ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ უიტნის ეს კოლექცია ძალიან მოეწონებოდა და აუცილებლად მოირგებდა მას”. - განაცხადა მომღერლის ყოფილმა მენეჯერმა პატ ჰიუსტონმა.

The Palace x Whitney Houston კოლექციის ჩვენება  ონლაინრეჟიმში გაიმართება, დაინტერესებულ ადამიანებს კი მისი მაღაზიაში ნახვა 13-14 ნოემბერს ჩინეთსა და იაპონიაში შეეძლებათ.