გალერეა Serpentine გიწვევთ ვირტუალურ ღონისძიებაზე, სადაც შეძლებთ არტისტს  კითხვები დაუსვათ.


მარინა აბრამოვიჩმა ათწლეულები გაატარა „დემონებთან“ დაპირისპირებაში, საკუთარი გულისცემის შეცნობასა და ადამიანის ფიზიკურ და ემოციურ ზღვართან მიახლოებაში. 


იგი საკუთარ ნამუშევრებში იმ დარდს, უიღბლობასა და მარტოობას აღწერს, რომელიც პირადად გამოსცადა. უნდა აღინიშნოს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებულია თანამედროვე არტისტთა  შორის. მათთვის, ვისაც სურს ეზიაროს ხელოვანის გამოცდილებას, ეს საუკეთესო შანსია...


მიმდინარე კვირაში გალერეა Serpentine  ზუმის ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც ინოვაციური პერფორმანსების არტისტი კურატორ ჰანს ულრიხ ობრისტს გაესაუბრება. აბრამოვიჩს აღნიშნულ გალერეასთან საკმაოდ დიდი ხნის ურთიერთობა აქვს,  ვინაიდან 2014 წელს მან სწორედ აქ წარადგინა პროექტი  “512 Hours”, რომელშიც თავად მონაწილეობდა 11 დღის განმავლობაში, კვირაში 6 დღე, დღეში რვა საათი  და  129,916 ვიზიტორი მიიღო. 


2019 წელს გალერეა Serpentine-მა წარადგინა არტისტის პროექტი “The Life” - მსოფლიოში პირველი “ შერეული რეალობის“ პერფორმანსი, რომელიც შეიქმნა ტოდ ეკერტთან ერთად (რომელიც ასევე შეუერთდება ღონისძიებას). 


ვირტუალურ ღონისძიებაზე, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი და უფასოა, აუდიტორიას კითხვების დასმის საშუალება ექნება. 


მარინა აბრამოვიჩის შეხვედრა ჰანს ულრიხ ობრისტთან ხუთშაბათს, 12 ნოემბერს, 19:00 საათზე  გაიმართება.

ელექტრონული მოწვევის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.