ფრანგული კონიაკის ბრენდის,  Hennessy Very Special-ის ლიმიტირებული ბოთლის დიზაინზე წელს სამხრეთ აფრიკული წარმოშობის ხელოვანმა Faith XLVII-მა იმუშავა.  ფილიპ პანტონის, შეფარდ ფეირის,  Jonone-ის, Vhils-ის, Os Gemeos-ის, Futura-ს და Kaws-ის შემდეგ, Faith XLVII პირველი  ხელოვანი ქალია, რომელმაც "ჰენესისა" და თანამედროვე არტისტების ყოველწლიურ ტრადიციულ კოლაბორაციაში მიიღო მონაწილეობა და ფრანგული კონიაკის ბოთლისთვის მისთვის დამახასიათებელ სტილში ძალიან საინტერესო დიზაინი შექმნა.


თვითნასწავლი არტისტი, რომელიც სხვადასხვა დროს როგორც სტუდიურ ნამუშევრებზე, ისე ქუჩის გრაფიტზეც მუშაობდა, საკუთარ ნამუშევრებში განსაკუთრებულ ყურადღებას ბუნებას, გარემოსდაცვით საკითხებსა და ამ ყველაფრის ადამიანთან კავშირს უთმობს, გარდა ამისა, ხელოვანის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს  ფემინისტური პერსპექტივიდან საკუთარი ქვეყნის სოციალური განვითარების გრაფიტში ასახვასაც, თუმცა სამხრეთ აფრიკაში, იქ, სადაც Faith დაიბადა და გაიზარდა, მაშინ ქუჩის მხატვრობა  ხელოვან ქალებს შორის არცთუ ისე დიდი პოპულარობით სარგებლობდა.




"ამ სფეროში ძალიან ცოტა ქალი მუშაობდა, ვგრძნობდი, რომ ამგვარ მასკულინურ გარემოში ყოფნა ჩემთვის გამოწვევა იქნებოდა",  - ამბობს ახლა უკვე ლოს-ანჯელესში მოღვაწე ხელოვანი, რომელიც დღეს საერთაშორისო სახელოვნებო სცენის ერთ-ერთ წამყვან ფიგურას წარმოადგენს.  მისი შავ-თეთრში შესრულებული კედლის ნამუშევრები, ურბანულ სივრცეში ყოველთვის ადგილობრივ თემებს უკავშირდება და ხშირ შემთხვევაში ცხოველებისა და მისტიკური ქმნილებების გამოხატვით სიმბოლურად ადამიანურ გამოცდილებებსა და საჭიროებებს ასახავს.




"ჩემი ფესვები ღრმად აღწევს, თუ რამ მისწავლია შექმნის პროცესში ეს მთელი ცხოვრების გამოცდილების ერთად აღებულ შედეგს უდრის, ყოველთვის ვფიქრობ ბუნების ციკლზე, მთვარის ფაზებზე, სეზონების მონაცვლეობაზე და იმაზე, თუ როგორ აცოცხლებს ეს ყველაფერი თითოეულ ჩვენგანს", - ამბობს ხელოვანი, რომელიც საკუთარ შემოქმედებას ალქიმიის ფორმად ახასიათებს.


Faith-ის შემოქმედების ეს ალქიმია სწორედ ისაა, რასაც ამავე დროს “ჰენესის” კონიაკის შექმნის ბუნებრივ პროცესთან ძალიან ბევრი აქვს საერთო. საფრანგეთის ქალაქ კონიაკში,  “ჰენესის” სახლში ბრენდის მარტივ პრინციპებზე დაფუძნებულ სამუშაო პროცესზე დაკვირვებამ ხელოვანი დაარწმუნა, რომ მისი შემოქმედებითი გზა ძალიან ჰგავს იმ გზას, რომელსაც "ჰენესი" უკვე 250 წელია მიჰყვება.


"ჩემს საქმიანობაში ყოველთვის დიდ დროს ვუთმობ  სამუშაო მასალების მოძიებას, ამ პროცესში არის ერთგვარად ბუნებრივი ალქიმია, რომელიც "ჰენესის" სამუშაო პროცესსაც ჰგავს, ჩვენ ორივე ვცდილობთ, რომ პირველადი მასალით  რაიმე ახალი და ექსტრაორდინარული შევქმნათ..."


“ახალი” და “ექსტრაორდინარული”  ალბათ სწორედ ის სიტყვებია, რომლითაც შეიძლება Hennessy Very Special-ის ბოთლის დიზაინი დახასიათდეს, რომელშიც ხელოვანმა ბრენდი კონკრეტულ ელემენტებში, დედამიწისა და ბუნების სხვადასხვა ციკლში გამოსახა. მთვარე, წვიმა, ღრუბლები, მზე და მისგან გამომავალი ოქროს ვაზის ფოთლები ის დეტალებია, რომლებიც სწორედ ბუნებას მიესადაგება, ნამუშევრის ატმისფერ და ოქროსფერ ტონებზე დატანილი წარწერა კი სიმბოლურად უძველეს კონიაკის,  “ჰენესის” დამაარსებლის სარდაფში განთავსებულ კასრებზე ცარცით  შესრულებულ მინაწერებს უკავშირება.

Faith XLVII-ის მიერ შექმნილი ამ განსაკუთრებული დიზაინის - Hennessy Very Special-ის შეძენა Wolt-ის მეშვეობით უკვე ქართველ მომხმარებელსაც შეუძლია, მათ, ვინც კარგად იცნობს "ჰენესის" ტრადიციული კონიაკის უნიკალურ გემოს, ახლა შანსი ეძლევათ, რომ სასმელი Faith-ის ექსტრაორდინარული“ალქიმიური დიზაინის” ბოთლიდან დააგემოვნონ.