Travel Box ქართულ ბაზარზე არსებული ახალი უნიკალური პროდუქტია, რომლის შექმნის იდეა სოფო ლაზარეიშვილის სახელს უკავშირდება. Travel Box უკვე რამდენიმე თვეა მოგზაურობის მოყვარულებს სასიამოვნო სიურპრიზებით ანებივრებს, რასაც მომხმარებლების პოზიტიური უკუკავშირიც ადასტურებს.
“სად დავისვენო?”, “რომელ სასტუმროში ვიგრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად?“, “თან რა წავიღო?” - ეს იმ საფიქრალთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მოგზაურობის დაწყების გადაწყვეტილებას ხშირად ახლავს თან. საბოლოო გადაწყვეტილებამდე მისასვლელი გზა კი ამოუხსნელ თავსატეხად გადაიქცევა ხოლმე.
Travel Box-ის ერთ-ერთი მთავარი მომხიბვლელობაც სწორედ ისაა, რომ იგი მოგზაურობის მსურველებს ზედმეტი საფიქრალისაგან ათავისუფლებს და მომხმარებლებს მათზე მაქსიმალურად მორგებულ ალტერნატივებს სთავაზობს. სხვა ბევრ საჩუქართან ერთად ყუთში აღმოაჩენთ საქართველოს 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ვაუჩერს, რომელიც შანსს გაძლევთ, რომ 2 დღე-ღამის განმავლობაში საყვარელ ადამიანთან ერთად კომფორტულად დაისვენოთ და ამასთან სასტუმროს ულამაზესი ხედებითაც დატკბეთ. აღსანიშნავია, რომ Travel Box-ის დიზაინი, პროდუქცია და სასტუმროების შეთავაზებები სეზონებთან ერთად იცვლება, ამიტომაც მისგან სასიამოვნო სიურპრიზებს ხშირად უნდა ელოდეთ.
სტატიაში ჟურნალი Hammock Travel Box-ის პარტნიორ სასტუმროებს წარმოგიდგენთ.
შერატონ ბათუმი
როგორც “შერატონ ბათუმის” ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, პერსონალიზირებული მომსახურებით შერატონ ბათუმი თავს საკუთარ სახლში გაგრძნობინებთ. იგი ბათუმში პირველი ხუთვარსკვლავიანი საერთაშორისო სასტუმროა, რომელიც ქალაქის ცენტრში, ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს და თითოეული ნომრიდან ბათუმის ულამაზესი ხედებით ტკბობის საშუალებას გაძლევთ. ამასთან “შერატონ ბათუმი” ქალაქის საერთაშორისო აეროპორტიდან და ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან მხოლოდ 15 წუთის სავალ მანძილზე მდებარეობს, რაც როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დამსვენებლებს გრძელ და დამღლელ გზასთან დაკავშირებულ დისკომფორტს თავიდან არიდებს.
“შერატონ ბათუმი” სასიამოვნო კულინარიულ შემოთავაზებებსა და გამაჯანსაღებელ ცენტრ “შაინ სპაში” განტვირთვის საშუალებასაც გაძლევთ. “შაინ სპა” მოიცავს ჯაკუზს, საუნას, ორთქლის ოთახს, ფიტნეს-ცენტრს, დახურულ და სეზონურ ღია აუზებს, რომლებიც სასტუმროს სტუმრებისათვის უფასოა.
ყვარლის ტბა
კახეთის რეგიონი შემოდგომის სასიამოვნოდ გასატარებლად, კურორტი “ყვარლის ტბის” სახით, მართლაც მიმზიდველ ადგილს გთავაზობთ. კომპლექსი, რომელშიც სასტუმრო და 300 ჰექტარზე გაშენებული რეკრეაციული ზონაა განთავსებული, არა მხოლოდ ფიზიკურ ნეტარებას მოგგვრით, არამედ თქვენს მენტალურ განტვირთვაშიც დიდ როლს ითამაშებს.
კურორტი “ყვარლის ტბა” ქალაქ ყვარლის აღმოსავლეთით მდებარეობს, სადაც შანსი გეძლევათ, რომ საუკუნოვანი ხეები, ყვარლის ტბა და თვალუწვდომელი ალაზნის ველი საკუთარი თვალით იხილოთ. ამასთან ნომრების ფართო ტერასები და ულამაზესი პანორამული ხედები დაუვიწყარ ორ დღეს გპირდებათ.
ესკიზი თელავი
“ესკიზი თელავის” ნომრები ალაზნის ველის, კავკასიონის მთებისა და სასტუმროს ულამაზესი ბაღის ხედებს გთავაზობთ. სასტუმრო ერთდროულად ორ ადგილზე - თელავსა და თბილისში ფუნქციონირებს და აღსანიშნავია ის, რომ დამსვენებლებისათვის “ესკიზში” სტუმრობა მალე გუდაურშიც იქნება შესაძლებელი.
“ესკიზი თელავი” ქალაქის ცენტრში მდებარეობს. იგი ბუტიკ-კონცეპტუალური ქართული სასტუმრო და ღვინის მარანია, რომელიც არაერთი მნიშვნელოვანი სივრცის წყალობით დამსვენებლებს საუცხოო დღეებს ჩუქნის. ესკიზი თელავი გთავაზობთ დაათვალიეროთ ქართული ტრადიციული ღვინის მარანი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ აღმოაჩინოთ ღვინის უნიკალური გალერეა, ასევე მარნის რესტორანში დააგემოვნოთ ქართული კერძები და მონაწილეობა მიიღოთ ღვინის დეგუსტაციასა და მასტერკლასებში. “ესკიზი თელავი” გთავაზობთ ერთმანეთისაგან კონცეპტუალურად განსხვავებულ ორ რესტორანსაც, 100-120 ადამიანზე გათვლილ ნათელ საკონფერენციო დარბაზს, რომელიც ბაღის ხეივანს ესაზღვრება და ასევე მყუდრო, დახვეწილ ბიბლიოთეკას.
ახაშენის ღვინის კურორტი & სპა
„ახაშენის ღვინის კურორტი“ იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სურს დასვენება და ქართული ღვინის წარმოების 8000-წლოვანი ტრადიციის გაცნობა”. - ვკითხულობთ “ახაშენის ღვინის კურორტის” ოფიციალურ ვებგვერდზე. “ახაშენის ღვინის კურორტი & სპა” ბევრ სივრცეს აერთიანებს, მათ შორის ვენახებს, რომელთა წყალობით სპეციალურად „ახაშენი ღვინის კურორტისთვის“ მზადდება ექსკლუზიური ღვინოები. სასტუმროში ისიამოვნებთ გასართობი და დასასვენებელი სივრცეებთ. აღსანიშნავია, რომ “ახაშენის ღვინის კურორტი” ბავშვების საყვარელი ადგილიცაა, რადგან სასტუმროში არსებული გასართობი კუთხე სპეციალურად მათ ინტერესებზეა მორგებული. სასტუმროში შესაძლებლობა გექნებათ ქართულ-ევროპული სამზარეულოს რესტორანსაც ეწვიოთ და გემრიელი კერძები დააგემოვნოთ.
კაჭრეთის ამბასადორი
სასტუმრო “ამბასადორი” კახეთის სოფელ კაჭრეთში მდებარეობს და დამსვენებლებს მოწყენის საშუალებას, განსაკუთრებით შემოდგომის სეზონზე, პრაქტიკულად ვერ მისცემს. სასტუმრო ორი კონცეპტუალურად განსხვავებული შენობისაგან შედგება. ერთი სასტუმროს ისტორიულ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც 76 ოთახისაგან შედგება, ხოლო მეორე თანამედროვე დიზაინის მქონე შენობაა და 106 განსხვავებული ტიპის ოთახს უყრის თავს. სასტუმრო იმითაცაა გამორჩეული, რომ “ამბასადორ კაჭრეთში” ვიზიტით შანსი გეძლევათ არაერთ სპორტულ აქტივობაში მიიღოთ მონაწილეობა. იქ არსებული სპორტული მოედნები ტენისისა და გოლფის თამაშს გთავაზობთ, ხოლო სასტუმროს დახურული საცურაო აუზი და სპა იდეალურ განტვირთვას გპირდებათ.
რუმს ყაზბეგი
“რუმს ყაზბეგი” აჭარა-ჯგუფის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც თავისი უნიკალური დიზაინით, გამორჩეული გეოგრაფიული არეალითა და თანამშრომლების მიერ გამომჟღავნებული სტუმართმოყვარეობით დამსვენებლებისათვის სასურველ და ამასთან გრანდიოზულ სივრცეს წარმოადგენს. “რუმს ყაზბეგი” იმითაცაა გამორჩეული, რომ იგი საბჭოთა ეპოქის მიტოვებული სანატორიუმის შენობის პოზიტიური გარდაქმნის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, რაც სასტუმროს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
“რუმს ყაზბეგი” გთავაზობთ კომფორტულ ოთახებს, ტერასებს, საიდანაც დანახული მთის ლანდშაფტი სასიამოვნოდ გაოცებულს დაგტოვებთ, შიდა საცურაო აუზსა და სპას უნიკალური ხედით, ასევე რესტორანსა და ბარს, სადაც დროს იდეალურად გაატარებთ.
სევსამორა რეზორტი & სპა
სასტუმრო კომპლექსი “სევსამორა სეზორტი & სპა” (Sevsamora Resort & Spa) საგურამოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და 3 ჰექტარ მიწის ფართობს მოიცავს. თუ გსურთ, რომ დამღლელ და ხმაურიან გარემოს განერიდოთ, არჩევანი სასტუმრო “სევსამორაზე” უნდა შეაჩეროთ. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებზე მაქსიმალურადაა მორგებული, რაც დამსვენებლებს კომფორტის ზონაში ამყოფებს.
“სევსამორა რეზორტი & სპა” აერთიანებს 45 კომფორტულ ოთახს, ცალკე მდგომ დასასვენებელ სახლებს, კვების ხუთ ობიექტს, დახურულ და ღია აუზებს, სპა ცენტრს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს, საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზებს, პანორამულ ტერასებს, სადეგუსტაციო დარბაზებს, ღვინის მარან-მუზეუმს, ქვევრსაცავს, ღვინის გვირაბს, საკოლექციო ჯიშების საჩვენებელ და ბიოვენახებს, მრავალწლიან ხეხილის ბაღებსა და რეკრეაციულ ზონებს.
ქრაუნ პლაზა ბორჯომი
სასტუმრო “ქრაუნ პლაზა” ბორჯომის ცენტრში მდებარეობს, რომელიც სტუმრებისათვის განკუთვნილ 101 ნომერს, 6 საკონფერენციო ოთახს, რესტორანს, ღვინის ბარსა და რაც ყველაზე მთავარია, 2400მ2 ფართობზე არსებულ სპა და გამაჯანსაღებელ ცენტრს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ Crowne Plaza Hotels & Resorts IHG-ის გლობალური პორტფოლიოს შემადგენელი ბრენდია.
ფოსტა მესტია
სასტუმრო მესტიის ცენტრში მდებარეობს და ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი. სასტუმრო “ფოსტა მესტიაში” დასვენებით მხოლოდ მყუდრო გარემოში კი არ აღმოჩნდებით, არამედ შანსი გეძლევათ, რომ სვანეთის ულამაზეს ბუნებას ეზიაროთ, ყოველდღიურობას ცოტა ხნით მოსწყდეთ, განიტვირთოთ და მთაში არსებული იდილიით ისიამოვნოთ.
ყუთის შეძენის სურვილის შემთხვევაში Travel Box-ის ოფიციალურ გვერდზე ავტორიზაციის გავლაა აუცილებელი. https://www.travelbox.ge/ შეგახსენებთ, რომ არსებული წესების თანახმად, Travel Box-ის გამოწერის შემთხვევაში, სასურველ რეგიონს მომხმარებელი თავად ირჩევს. რეგიონში არსებული ერთ-ერთი სასტუმროს ვაუჩერს კი Travel Box ლატარიის პრინციპით გადმოგცემთ.
შემოდგომის Travel Box-ში სასტუმროს ვაუჩერთან ერთად ასევე აღმოაჩენთ - Travel Box-ის ბრენდირებულ თავშალს, პირბადეს,საძილე ნიღაბს, წიგნაკსა და კალამს, სტიკერებს, “როუზბადის” წინდებს, “ურიაჟის”, “ლიერაკის,” “ბოდი შოპისა” და “ოჟონ პერმას” პროდუქციას, ასევე “კახური ტრადიციული მეღვინების” ღვინოს - “ძველი კახეთი.”
ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად Travel Box ზამთრის ახალ ყუთს ახალი სიურპრიზებით შემოგთავაზებთ. დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში ეწვიეთ Travel Box-ის ოფიციალურ საიტს, ასევე კომპანიის ოფიციალურ Facebook და Instagram გვერდებს.
დაწერე კომენტარი