ნიუ-იორკში გუშინ გაიხსნა რეზიდენცია, სადაც Louis Vuitton-ისა და ექვსი თანამედროვე ხელოვანის კოლაბორაციით შექმნილი ჩანთები იქნება გამოფენილი.
ოქტომბრის ბოლოს Louis Vuitton-მა ექვს საყოველთაოდ ცნობილ თანამედროვე ხელოვანთან თანამშრომლობით ახალი ჩანთების კოლექცია გამოუშვა. Liu Wei-ისა და Zhao Zhao-ის სკულპტურული ნამუშევრების ინტერპრეტაციით, Henry Taylor-ისა და Josh Smith-ის ნახატების ახალი ვარიანტებით შექმნილი შეზღუდული რაოდენობის ჩანთები ხელოვნების უნიკალური ნიმუშებია.
Louis Vuitton-ის თანამედროვე ხელოვანთა რეზიდენცია გუშინ ნიუ-იორკში გაიხსნა და ჩანთების შეძენა უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
დაწერე კომენტარი