კამპანია - „ძალადობა არ არის სიყვარული“ გვამცნობს, რომ 2020 წლის განმავლობაში ოჯახური ძალადობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by YSL Beauty Official (@yslbeauty)

 

ბრენდს სწორედ ამ პროექტის მეშვეობით სურს, რომ მთელ მსოფლიოში არაკომერციულ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, რომელთა შორისაც არიან “ქალთა დახმარება დიდ ბრიტანეთში“, „En Avant Toute“ - საფრანგეთში და „It’s on Us“ - ამერიკაში, ცვლილებებს შეუწყოს ხელი.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by YSL Beauty Official (@yslbeauty)

 

აღნიშნული იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ოჯახური ძალადობის სტატისტიკა გაიზარდა. Guardian-ის თანახმად, მარტში, კარანტინის პირველ 3 კვირაში, ცხელ ხაზზე ძალადობასთან დაკავშირებული  ზარების რაოდენობამ 49%-ით მოიმატა. 

 

“საზოგადოებრივი ცვლილებების მხარდაჭერა YSL-თვის, როგორც ბრენდისთვის, ყოველთვის მნიშვნელოვანი საკითხი იყო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ქალების დამოუკიდებლობას ეხება, ხოლო პარტნიორის მხრიდან ძალადობა ხელს უშლის მათ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. ჩემთვის ძალიან ბუნებრივი პროცესი იყო იმ საკითხზე მუშაობა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს ძირითად რწმენასა და ღირებულებებს”. - აღნიშნავს სტეფან ბეზი, ბრენდის საერთაშორისო გენერალური მენეჯერი.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by YSL Beauty Official (@yslbeauty)

 

არაკომერციულ ორგანიზაციებთან პარტნიორობით „ივ სენ ლორანი“ აპირებს ამერიკის 250-ზე მეტ უნივერსიტეტში დანერგოს სასწავლო კურსი ძალადობისა და მსხვერპლთა მხარდაჭერის შესახებ, რომლის ბენეფიციარების რიცხვიც პირველ წელს 60 000-ზე მეტი იქნება. დიდ ბრიტანეთში კი, ბრენდის ინიციატივით გადამზადდებიან სკოლის ადვოკატები, რათა უკეთ შეძლონ სექსიზმსა და გენდერული ნიშნით ძალადობაზე რეაგირება. 

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by YSL Beauty Official (@yslbeauty)

ბრენდის ამბასადორებმა - დუა ლიპამ და ზოი კრავიცმაც მხარი დაუჭირეს ინიციატივას. „მსოფლიოში 600 მილიონი ქალი   თვლის, რომ პარტნიორის მხრიდან ძალადობა კრიმინალს არ წარმოადგენს. ეს არის საკითხი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას და დროა, ვიმოქმედოთ“,  - აღნიშნავს მომღერალი.