როგორც დაგეგმილი იყო, ყველასთვის საყვარელი ანიმაცია მაყურებელს კორონავირუსის შეზღუდვების მიუხედავად უნდა ენახა, თუმცა, როგორც Sora News იუწყება, The Studio Ghibli theme park-ის გახსნის თარიღად 2022 წლის შემოდგომა სახელდება.
იაპონიის აიშის პრეფექტურაში მდებარე პარკი ხუთ ზონად დაიყოფა. სამი მათგანის მშენებლობა (Whisper of Heart, Spirited Away და My Neighbor Totoro) ამჟამად მიმდინარეობს. პარკის ორი ზონის (Witch Valley და Mononoke Village) მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. საინტერესოა ისიც, რომ პარკის ზონა - Mononoke Village ჰაიაო მიაძაკის ეკოლოგიური ეპოსის და პრინცესა მონონოკის ლოკაციებით იქნება შთაგონებული.
დაწერე კომენტარი