სულ მალე პარიზის Tajan The Gallery-ში გამოფენა სახელწოდებით Portraits Forever იხსნება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მოდერნისტი თუ თანამედროვე მხატვრის მიერ შექმნილ პორტრეტებს მიეძღვნება. პორტრეტი არტისტის ოსტატობისა და ნატურის ინტიმური ემოციების ერთგვარი კომპლექსური შერწყმაა, რომელიც მხატვრის საბოლოო გამოცდად ითვლება.
გამოფენაზე ისეთი არტისტების შემოქმედებასაც იხილავთ, როგორებიცაა ბატისტელო კარაჩიოლო, ამედეო მოდილიანი, ხოლო მათ შორის ახალგაზრდა ქართველი მხატვრის ელენე შატბერაშვილის ნამუშევრებსაც აღმოაჩენთ.
გამოფენა პარიზში 25 თებერვალს გაიხსნება და მისი დათვალიერება მაყურებელს 2020 წლის 10 მარტამდე შეეძლება.
დაწერე კომენტარი