ხორვატიულმა დიზაინერულმა კომპანია Studio Boir-მა კორონავირუსის პანდემიის დროს  ჭურჭლის კოლექცია - The New Normal შექმნა. კოლექცია ხუთ ნივთს მოიცავს და ადამიანებს საშუალებას აძლევს, რომ დისტანციის ნორმების დაცვით ერთად ისადილონ.

Studio Boir-ს ამ კოლექციით სურს  დაგვანახვოს, რომ თუნდაც  ეპიდვითარების დროს შესაძლებელია ინტიმურობასა და სიფრთხილის ზომებს შორის ჰარმონიის მიღწევა. 

“შეზღუდვების მიზანი, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურია და კვების ობიექტებს ეხმარება, რომ დროებით მაინც დაივიწყონ პანდემიით გამოწვეული შფოთვა”, - აცხადებენ სტუდიის წარმომადგენლები.