ქართული მოდის ინდუსტრიის მთავარი ღონისძიება - მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული 19-დან 22 ნოემბრის ჩათვლით ციფრულ ფორმატში ჩატარდება და მის ნახვას გლობალური აუდიტორია ონლაინ პლატფორმა -  www.MBFWtbilisi.online-ზე შეძლებს.




ქართულმა მოდის ინდუსტრიამ Mercedes Benz Fashion Week Tbilisi-ის ფარგლებში ასეთ მძიმე დროსაც კი არ შეწყვიტა განვითარება და დიზაინერებსა თუ მოდის მოყვარულებს არაერთი საინტერესო სიახლე შესთავაზა.  ონლაინ პლატფორმაზე -  www.MBFWtbilisi.online  ნებისმიერი სტუმარი ძალიან საინტერესო მულტიმედია კონტენტს, დიზაინერების დღიურებს, ინტერვიუებსა და ბექსთეიჯის მომენტებს იხილავს.





20 შერჩეული დიზაინერი უახლეს კოლექციებს ფართო აუდიტორიის წინაშე წარადგენს. ვირტუალური სივრცე ორგანიზებულია, თითოეულ ბრენდს კალენდარში თავისი დრო აქვს განკუთვნილი, რომელიც დაინტერესებული აუდიტორიისთვის უკვე ცნობილია.

 19 ნოემბერი 

AVTANDILI  - 19:00
AKA PRODIASHVILI  - 20:00
ANOUKI  -  21:00
AKA NANITA  -  22:00

20 ნოემბერი

GUDU - 19:00                       
JANASHIA - 20:00
TATUNA   - 21:00
INGOROKVA - 22:00

21 ნოემბერი

SITUATIONIST - 15:00
LAKO BUKIA   - 19:00
LADO BOKUCHAVA - 20:00
VASKA  - 21:00

22 ნოემბერი

MUZARADI - 19:00
TAMRA - 20:00
DATUNA - 21:00
KEBURIA  - 22:00