საინტერესო ნივთებს მუდმივად ვეძებთ, იქნება ეს წიგნი, ტანსაცმელი თუ აქსესუარი. თითოეულ ნივთს კი თავისი ხასიათი აქვს და შეუძლია განწყობის შექმნა, მოულოდნელად შეიძლება შთაგონების წყაროც კი გახდეს. სანამ “შავი პარასკევის” ფასდაკლებები 27 ნოემბრიდან ოფიციალურად დაიწყება, უკვე შეგიძლიათ მოინიშნოთ სასურველი ნივთები, რათა ნოემბრის სპეციალური შეთავაზებებითა და ფასდაკლებითაც ისარგებლოთ.
გთავაზობთ სეზონის გამორჩეული ნივთების სიას
Lego x Levi’s Collaboration

ფერადი ლეგოს დეტალებით გაფორმებული სამოსი - 2020 წლის კოლექციას ასეც უწოდეს: “Wearable art. Celebrating limitless imagination”. კოლექციის სრულად ნახვა შეგიძლიათ ვებგვერდზე.
This Is Warhol - Abrams And Chronicle Books

თუ ინსპირაციისთვის საინტერესო წიგნს ეძებთ, This Is Warhol - შესანიშნავი არჩევანია. წიგნი პოპ-არტის მეფის - ენდი უორჰოლის შესახებაა, რომელსაც ამერიკის სოციალური სცენის დამკვირვებელსა და დოკუმენტალისტსაც უწოდებენ. ავტორი გვიყვება, თუ როგორ ვითარდებოდა ახალგაზრდა არტისტის კარიერა ზოგჯერ უხერხულ და უჩვეულო სიტუაციებში, უორჰოლის გარშემო არსებულ საოცარ წრესაც აღწერს. წიგნის შეძენა შესაძლებელია Buyers-ის ვებგვერდზე.
Buffalo Plaid Jacket

მიუხედავად იმისა, რომ Buffalo Plaid - ამერიკული მოდის ლეგენდარული აიქონი - დაახლოებით 300 წელს ითვლის, დღესაც აქტუალურია. 2020 წლის შემოდგომის სეზონზე Buffalo Plaid-ის ელეგანტური მოსაცმელი წითელ და შავ ფერებში კარგი არჩევანია.
SIDE SIZE - Gold Star • Heart Shoes

ქართული ბრენდი SIDE SIZE განსხვავებულ და საინტერესო ფეხსაცმელს - Gold Star • Heart Shoes ამატებს. ფეხსაცმელი შექმნილია ოქროსფერი ტყავის ფაქტურით.
Dots - Zebra Print Bag

ქართული კონცეპტუალური მაღაზიის, Dots-ის ახალ კოლექციაში აღმოაჩენთ პატარა და დახვეწილ ჩანთას ზებრის პრინტით, რომელსაც შეუძლია თქვენი ლუქი კიდევ უფრო ელეგანტური გახადოს.
Velvet Flare Pants - Man Repeller Selection

მაღალწელიანი ხავერდის შარვალი შემოდგომის ლუქისთვის შესანიშნავი არჩევანია, რომლის შეძენაც შესაძლებელია Free People-ის ვებგვერდზე.
Muzaradi x Sopho Gongliashvili Head Piece

გამორჩეული აქსესუარი შემოდგომის სეზონისთვის - ქართული ბრენდის, “მუზარადისა”და ხელოვან სოფო გონგლიაშვილის კოლაბორაციითაა შექმნილი, რომლის შეძენა კონცეპტუალური მაღაზიის, IERI-ის ვებგვერდზეა შესაძლებელი.
Magnolia Film Lab

თუ ცხოვრების საინტერესო მომენტების აღსაბეჭდად ფირის ფოტოაპარატის ან ფირის შეძენას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ მიაკითხოთ Magnolia Film Lab-ს. ლაბ-ში წარმოდგენილია Kodak-ის, Ilford-ის, Fujifilm-ის 35- და 120მმ-იანი ფირების ფართო სპექტრი.
They Said Books - Ideas

They Said Books-ის მაღაზიაში საინტერესო ბლოკნოტების აღმოჩენა შეგიძლიათ.
Ideas - კარგი არჩევანია მოულოდნელი იდეების ჩასანიშნად.
Crosley

Crosley Cruiser - Orange - მუსიკის მოყვარულებისთვის კარგი შენაძენია, შეგიძლიათ ისიამოვნოთ გამორჩეულად რბილი ხმით და შეიქმნათ სიმყუდროვე. ხის და ტყავის მასალებით შექმნილი ფირსაკრავი გადასაადგილებლადაც მსუბუქი და მოსახერხებელია.
Vodkast Records

ფირსაკრავთან ერთად დაგჭირდებათ ფირფიტების კოლექციაც - Vodkast Records-ში შეგიძლიათ შეარჩიოთ სხვადასხვა ჟანრის ფირფიტები.
Ceramic Studio

შემოდგომის დღეებისთვის ცხელი სასმელის მისართმევად Ceramic Studio-ს განსხვავებული დიზაინის კერამიკის ჭიქები მოიმარაგეთ. აქვე შეგიძლიათ დაათვალიეროთ ახალი, საახალწლო კოლექციაც.
Rose Moda - Pink Dominoes

თუ საინტერესო და განსხვავებულ ნივთებს აგროვებთ, ვარდისფერი დომინო კარგი გადაწყვეტილებაა. შესაძენად ესტუმრეთ ქართული კონცეპტუალური მაღაზიის ვებგვერდს.
Salomon - XT-Quest ADV mesh trainers

Salomon-ის ამ მოდელის შექმნის ინსპირაცია სწორედ სალაშქრო ფეხსაცმლის პრაქტიკულობა და სარბენი ფეხსაცმლის კომფორტულობა გახდა. სრული ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე.
დაწერე კომენტარი