Hammock Magazine-თან ერთად რეკომენდაციის პირველი სერიისთვის გადავწყვიტე ონლაინპლატფორმა shopshop.ge-დან, რომელიც აერთიანებს ქართულ და უცხოურ ბრენდებს, ამერჩია რამდენიმე პრაქტიკული ნივთი სახლისა და გარდერობისთვის, სეზონის შესაბამისად.
https://shopshop.ge/store/product/S00040
ეს არის Bubbles Theory – ჰიალურონისა და პანტენოლის სერუმი, ბუნებრივი დამატენიანებელი, რომელიც ხელს უწყობს კანის გამკვრივებას და მისი ელასტიკურობის შენარჩუნებას.
ზამთარში ეს პროდუქტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია კანის მოვლის რუტინის, მისი გამოყენება შესაძლებელია სხვა დამატენიანებელ კრემებთან ერთად, მეტი ეფექტიანობისთვის.
https://shopshop.ge/store/product/2019000010085
ზამთარში ასევე მნიშვნელოვანია ტუჩის დატენიანება, რისთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა KASHKASH-ის ტუჩის ბალმი, მისი გამოყენება შესაძლებელია ტუჩის მაკიაჟის ბაზად.
https://shopshop.ge/store/product/DBCK20CAK
ასევე ქალის და მამაკაცის გარდერობისთვის განუყოფელი ნაწილია სწორად შერჩეული პალტო. მე პირადად არჩევანს ვაკეთებ DOTS-ის ამ მოდელზე. გრძელი შავი პალტო გამოგაჩენთ მაღალსა და გამხდარს.
https://shopshop.ge/store/product/99105103
პალტოსთვის შესაბამისად შევარჩიე Accessorize-ის ქუდი 2020 წლის ზამთრის კოლექციიდან.
https://shopshop.ge/store/product/99200934
ასევე ზამთრის ლუქის შესაბამისად შევარჩიე კვლავ Accessorize-ის ღვინისფერი ხელთათმანები, რათა ლუქის სიშავე გამენეიტრალებინა.
https://shopshop.ge/store/product/whynot-1
The Why Not Gallery არის ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩენა დღევანდელი ჩემი სერიისა. სიმართლე გითხრათ, უბრალოდ გამიჭირდა ერთი ნივთის გამორჩევა. Margalita-ს ეს ხის ტახტი არის ფერების, პრაქტიკულობისა და კომფორტის ზეიმი.
https://shopshop.ge/store/product/whynot-88
ეს ხალიჩა იდეალური შერწყმაა ჩემთვის და ვთვლი, რომ ჩემს მინიმალისტურად მოწყობილ ოთახს თანამედროვე ელფერს შესძენს.
https://shopshop.ge/store/product/m-021
ამ სეზონზე აქტუალური გახდა ვესტერნული კოვბოი ბუთსები, რომელიც არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ კომფორტულობითაც გამოირჩევა. გამოყენებული ტყავის მასალა კი სტაბილურად შეინარჩუნებს სითბოს.
https://shopshop.ge/store/product/noras-001-002-034
უპირატესობას ყოველთვის დიდი ზომის ჩანთებს ვანიჭებ, რადგან გადატვირთული დღის გრაფიკის გამო ბევრი ნივთის ტარება მიწევს, სწორედ ამიტომაც ჩემთვის ბევრად პრაქტიკული მოდელი შევარჩიე.
დაწერე კომენტარი