ჯერ კიდევ აპრილში კვენტინ ტარანტინომ თქვა, რომ იგი ბევრს ფიქრობდა რომანის დაწერაზე, რომელიც ოსკარზე ნომინირებული ფილმით - ”ერთხელ ჰოლივუდში“ იქნებოდა შთაგონებული. ახლა კი დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომანი რეჟისორის მეორე დოკუმენტურ წიგნთან ერთად 2021 წელს გამოიცემა.
როგორც Deadline იუწყება, წიგნებს HarperCollins გამოსცემს. რომანი კი, რომლის გამოსვლაც ივნისში იგეგმება, 2019 წლის ფილმის სიუჟეტით იქნება ინსპირირებული, სადაც ლეონარდო დი კაპრიო ტელევესტერნების მსახიობ რიკ დალტონს განასახიერებს, რომელსაც დიდ კინოში გადასვლა უჭირს. ბრედ პიტი კი ქლიფ ბუტის - მისი ორეული კასკადიორის და ახლო მეგობრის, ჰელ ნიდემის პროტოტიპია.
„მოხარული ვარ, რომ ჩემი შემოქმედებით ლიტერატურაში რაიმე წვლილს შევიტან და ჩემი კინოს პერსონაჟების ღირებულებებსა და მათ სამყაროს ფურცელზე გადმოვიტან“, - განაცხადა კვენტინ ტარანტინომ.
კვენტინ ტარანტინოს წერის ნიჭი მის პირველი სცენარების კითხვისასაც კარგად ჩანდა, თუმცა ჩვენთვის საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმასა, ერთგულმა მაყურებელმა კინო თითქმის ზეპირად იცის, მისი გაოცება ჯერ კიდევ შესაძლებელია, - განუცხადა Deadline-ს ჰარპერკოლინსის ვიცე-პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა რედაქტორმა ნოა ეაკერმა.
ტარანტინოს დოკუმენტურ წიგნს, რომელიც რომანთან ერთად დაიბეჭდება, Cinema Speculation ჰქვია, ის 1970-იანი წლების კინოებს დეტალურად შეისწავლის და საინტერესო ესსეებს თუ რეცენზიებს განიხილავს.
დაწერე კომენტარი