რეჟისორი და მსახიობი ქსავიე დოლანი თავის პირველ სერიალს - The Night Logan Woke Up აანონსებს. ფსიქოლოგიური თრილერი Canal + -ზე 2022 წელს გამოვა. 

სერიალი Michel Marc Bouchard-ის დადგმის ფილმად ადაპტირებული ვერსიაა. დადგმის პრემიერა შარშან მონრეალში, Nouveau-Monde-ის თეატრში  გაიმართა. როგორც რეჟისორი აცხადებს, პიესის ფილმად გადაკეთების იდეა დიდი ხანია, რაც გაუჩნდა. პანდემიის გამო მას ლოდინი მოუწია, მაგრამ ახლა კმაყოფილია, რომ ეს სიკვდილ-სიცოცხლის, ოჯახისა და გლოვის ისტორია  სერიალის სახით ნებისმიერი მაყურებლისთვის სულ მალე იქნება ცნობილი