Black Friday ე.წ. „შავი პარასკევი“ სათავეს ამერიკის შეერთებულ შტატებში იღებს და მადლიერების დღის მეორე დღეს აღინიშნება. ტერმინი - „შავი პარასკევი“ პირველად ფილადელფიის შტატში გაჩნდა და მადლიერების მეორე დღეს გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად გამოიყენებოდა. ის, როგორც წესი, 23-დან 29 ნოემბრამდე შუალედს ემთხვევა და დღესდღეობით არა მარტო აშშ-ში, არამედ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება. წელს განსაკუთრებული ფასდაკლებების დღედ 27 ნოემბერი მიიჩნევა და მიუხედავად პანდემიით გამოწვეული მდგომარეობისა, ბრენდები მიმდინარე წელსაც საინტერესო აქციებს გვთავაზობენ.
ANOUKI
ANOUKI, რომელიც თავის კოლექციებში ქალური და მამაკაცური სილუეტების იდეალური შერწყმით ხასიათდება, შავი პარასკევის კვირეულის ფარგლებში მომხმარებელს სთავაზობს 70%-მდე ფასდაკლებას - ტანსაცმელზე, 20%-მდე - ფეხსაცმელზე და ასევე 20%-მდე ფასდაკლებას აქსესუარებზე.
Reckless
ჯერ კიდევ ახალი, 2020 წლის აგვისტოში შექმნილი ბრენდი, რომლის მთავარი მიზანიც ისეთი ტანსაცმლის შექმნაა, რომელსაც შემოქმედებითი ახალგაზრდები ჩაიცვამენ, ხოლო მთავარი ღირებულებები - თავისუფლება, თვითმყოფადობა და შეუზღუდავი არჩევანია, თავის მომხმარებელს სრულ კოლექციაზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.
Idee Fixe
Idee Fixe, რომელიც ფეხსაცმლის, ტანისამოსისა და აქსესუარების დახვეწილ, სადა და მინიმალისტურ კოლექციებს ქმნის, მომხმარებელს 25-დან 30 ნოემბრამდე სრულ კოლექციაზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს, კოდით: CBR2020
CROSTY
“გაიცანი, აარჩიე და ჩაიცვი CROSTY - საქართველოში დაბადებული, დიზაინერული სნიქერების ბრენდი, რომელიც თავისუფლების იდეითაა შთაგონებული”. - იტალიური მასალისგან შექმნილი ფეხსაცმლის ქართული ბრენდი თავის კოლექციაზე 30-დან 50%-მდე ფასდაკლებას გვთავაზობს.
Phubber
შოპინგის მოყვარულებს შავ პარასკევს საინტერესო აქციას გვთავაზობს Phubber-იც - 27, 28 და 29 ნოემბერს მომხმარებელს საშუალება ექნება Phubber-ზე 10%-მდე შემცირებული საკომისიო გადასახადით იშოპინგოს, რასაც ემატება ფასდაკლება ავტორიზებული სელერების ყველაზე მოთხოვნად ნივთებზე და განსაკუთრებული ფასები ქართველი დიზაინერების ნამუშევრებზე.
IERI STORE
IERI - ქართულად ნიშნავს სახეს, გარეგნობას, გამოსახულებას, ჩაცმულობას და განწყობას. იერი ერთ-ერთი პირველი კონცეპტუალური მაღაზიაა, რომელმაც ქართულ ბრენდებს ერთ სივრცეში მოუყარა თავი და ამით მოდის ინდუსტრიის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყო ხელი. 27-დან 29 ნოემბრის ჩათვლით იერი მომხმარებელს 90%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.
Readymade
სამკაულების ბრენდი Readymade, რომლის მთავარი იდეაც ისაა, რომ ფორმები და მასალები არ უნდა იყოს დაკავშირებული დაწესებულ გენდერულ ნორმებთან, მომხმარებელს სრულ კოლექციაზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს, კოდით: RM20.
The Body Shop
თავის მოვლისა და დეკორატიული კოსმეტიკის მწარმოებელი ბრენდი The Body Shop სახის, ტანისა და თმის მოვლის პროდუქტებზე, ასევე დეკორატიულ კოსმეტიკასა და აქსესუარებზე 50%-იან ფასდაკლებას გვთავაზობს, რომლითაც მიმდინარე კვირის ბოლომდე შეგვიძლია ვისარგებლოთ.
Buyers
Zeg Skincare ბრიტანული ბრენდია, რომელმაც მსოფლიოს სილამაზის ინდუსტრიის ყურადღება მიიქცია და Clean Beauty კატეგორიაში ერთ-ერთ მოწინავე მწარმოებლად მიიჩნევა. სწორედ აღნიშნული ბრენდი იქნება წარმოდგენილი Buyers-ში, რომელიც თავის მომხმარებელს 20%-იან ფასდაკლებას შესთავაზებს.
Travel Box
Travel Box - პირველი ინოვაციური პროდუქტია მოგზაურობის მოყვარულებისათვის, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოიწყოთ სიურპრიზებით სავსე დასვენება და გაიმრავალფეროვნოდ ნებისმიერი სეზონი. Travel Box მომხმარებელს შემოდგომის ყუთს ფასდაკლებული ღირებულებით - 350 ლარის ნაცვლად, 300 ლარად სთავაზობს. მის შემადგენლობაშია: 5*-იანი სასტუმროს ვაუჩერი - 2 ღამე, 2 ადამიანზე, ასევე სპეციალურად Travel Box-ისთვის შერჩეული ბრენდირებული ნივთები და პროდუქტები.
GRATO Greenhouse
შავი პარასკევის ფარგლებში ფასდაკლებას გვპირდება GRATO Greenhouse - გრატოს სათბურები, რომლებიც მწვანე გარემოს მოყვარულმა ადამიანებმა შექმნეს და გვთავაზობს როგორც შიდა, ისე გარე გამწვანების მცენარეებს აქსესუარებთან ერთად.
დაწერე კომენტარი