„შემდეგ თქვენ შენიშნეთ, რომ დაემსგავსეთ გატეხილ სარკეს, რომელიც სხვების სახეებს ირეკლავს.
ღირდა ეს საკუთარი თავის დაკარგვად?“
ფილმი, რომელიც დიზაინერმა და ბრენდ MATERIAL-ის კრეატიულმა დირექტორმა, თაკო პაქსაშვილმა JAM PROJECT-თან ერთად 2021 წლის შემოდგომის კოლექციისთვის შექმნა, ინფორმაციული ხასიათისაა და რეალური პიროვნების ინდივიდუალიზმის წარმოჩენას ისახავს მიზნად. TIKO PAKSA აერთიანებს მიმზიდველ, მოდურ, ფერად და მაღალი ხარისხის კოლექციებს, სადაც ყველა დეტალი განსაკუთრებულია.
ბრენდი TIKO PAKSA 2012 წელს დაარსდა. დღესდღეობით დიზაინერი წელიწადში ორ კოლექციას ქმნის. 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონიდან თიკო პაქსაშვილი MATERIAL-ის კრეატიულ ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომლის მთავარი მიზანი ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი მასალების გამოყენებაა.
დაწერე კომენტარი