ჰუმუსს ყველა თავისებურად ამზადებს, ბევრს აქვს საიდუმლო ხრიკები და მეთოდები. ზოგს თხელი და კრემოვანი უყვარს, ზოგს კი სქელი თავისი ტექსტურით. მოკლედ მე თუ მკითხავ ამ ორი უკიდურესის შუაში არის საუკეთესო კონსისტენცია. საშუალოდ თხელი და სახასიათო ანუ არც ისე ნაზი.
ჰუმუსის დაგემოვნებისას ჩემი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ დაბლენდერებამდე მუხუდოს მაქსიმალურად გაცლილი ჰქონდეს კანი, ასე ჰუმუსი ბევრად მსუბუქია. იმისთვის რომ რბილი მასა მივიღოთ, მუხუდო კარგად უნდა მომზადდეს, თითქმის ჩაიხარშოს, აი თითებს შორის რომ ისრისება ასე. მუხუდოს იყენებენ როგორც ხმელს ასევე კონსერვისას. ნებისმიერ შემთხვევაში სასურველია მომზადებამდე მუხუდო მოიხარშოს, კანი გეცალოს და გაგრილდეს. დანარჩენი კი ძალიან მარტივია.
View this post on Instagram
ინგრედიენტები:
1 1/2 ჭიქა ურბილესი მუხუდო (1 ღამით დამბალი და შემდეგ მოხარშული ან კონსერვის და შემდეგ მოხარშული)
1 ცალი ჭარხალი გათლილი
4 კბილი ნიორი
150 გრამი ტაჰინი
1 მთლიანი ლიმონის წვენი
2 სკ ზეითუნის ზეთი
1/2 ჩკ კვლიავი (სურვილისამებრ)
მარილი გემოვნებით
რამდენიმე ცალი ყინული + წყალი (უკეთესი ტექსტურისთვის)
მომზადება:
1 ცალ ჭარხალს
4 კბილ ნიორს
კანს ვაცლით და ვაცხობთ ღუმელში, მწიკვ მარილთან და სულ ცოტა ზეითუნის ზეთთან ერთად.
გაგრილებისას:
ვაბლენდერებთ დანაჩენ ინგრედიენტებთან ერთად
გაფორმებისას (სურვილისამებრ) ვიყენებთ:
ბოლოკს
მწვანილს
სეზამის მარცვლებს
ზეითუნის ზეთს
უხდება:
კიტრი
სტაფილო
ნიახური
კრეკერები და ასე შემდეგ…
ისიამოვნეთ.
დაწერე კომენტარი